გაზიარება
UNM UNM
მედია - 17:32 / 22 მაისი 2017

ენმ-მ თბილისის საარჩევნო პროგრამის სამუშაო ვერსიის განხილვა მოაწყო

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აგრძელებს შეხვედრებს მოსახლეობასთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან. პარტიის მიზანია გაეცნოს მოქალაქეების მოსაზრებებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, მოისმინინ მათი იდეები, რჩევები და საბოლოო პროგრამა სწორედ მოქლაქეებთან დისკუსიისა და კონსულტაციის შედეგად შემუშავდება. 

რაც შეეხება პარტიის პროგრამის პროექტის პრიორიტეტებს, ესენია

• ისტორიულ უბნებში მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობის სრული აკრძალვა, სხვა უბნებში მშენებლობის მკაცრი რეგულირება გამწვანების და პარკირების ადგილის მოწყობით

• ყოველ ახალშობილზე 1000 ლარიანი ვაუჩერი ყველა ოჯახს, რომელთა შეოსავალი წელიწადში 40 ათას ლარზე ნაკლებია

• კორუფციის და ნეპოტიზმის აღკვეთის, ბიუროკრატიის შემცირების ხარჯზე თბილისის ბიუჯეტიდან დაიზოგება 80 მილიონი ლარი. ეს თანხა მოხმარდება ჯანდაცვის, სოციალური დახმარების და საგანმანათლებლო პროგრამებს

• დასაქმების ხელშეწყობა, შემოვლითი რკინიგზის აშენების შედეგად გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე განვითარების და დასაქმების ეკონომიკური აქტივობის ახალი ზონის ჩამოყალიბებით

• ჯანდაცვის პროგრამებისა და მედიკამენტების დაფინანსება 40 ათას ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე ოჯახებს

• თბილისში სამი ახალი ცენტრალური პარკის მოწყობა

• კულტურული, სპორტული და საგანამანათლებლო წრეების ვაუჩერი ბავშვებს

• ანაზღაურებადი სტაჟირება და გაცვლითი პროგრამები სტუდენტებს

• ადაპტირებული გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის

• პარკირების ახალი ინფრასტრუქტურა დამატებით 15 ათასი ავტომობლისათვის პროგრამის სამუშაო ვერსია აგრეთვე მოიცავს სხვა აქტივობებს დასაქმების, ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, ეკოლოგიისა და გამწვანების, სატრანსპორტო სფეროში. ასევე წარმოადგენლია წინადადებები თბილისში საცობების პრობლემების მოგვარების, უკეთესი საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფის და თბილისის იერსახის დაცვის მიმართულებით.