გაზიარება
UNM UNM
მედია - 13:23 / 7 აგვისტო 2017

ენმ-ის ლიდერებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო გვირგვინით შეამკეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მეომრების საფლავები გვირგვინით შეამკეს.

ჩვენს ქვეყანას სჭირდება ამ ვითარებაში, არა რუსეთისთვის თავის დახრა, მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ძლიერია, არამედ ბევრად უფრო ძლიერ, ჩვენს დასავლელ მეგობრებთან ერთად კონსოლიდაცია. გონივრული, პატრიოტული, კომპეტენტური და საქმიანი მოთმინებით ქმედებები. მიზანმიმართული და ადეკვატური ქმედებები იმისთვის, რომ ჩვენს მეგობრებთან ერთად, მათი დახმარებით, ადრე თუ გვიან და დარწმუნებული ვარ, რაც უფრო ადრეგავწევრიანდებით ნატოსა და ევროკავშირში, გავამთლიანოთ მშვიდობიანად ჩვენი ქვეყანა,“ - განაცხადაერთიანი ნაციონალური მოძრაობისპოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბარამიძემ.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით კი,  რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განახორციელა.

სამხედრო-ტერორისტული აგრესია მიმართული იყო ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლების წინააღმდეგ. ის, რომ აგრესია შეჩერებული იქნა, ამის დამსახურება უპირველეს ყოვლისა ქართველ ერს და ჩვენ შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნის. რაც შეეხება აგრესორს, მან იმ დღეებში ნახა, რომ ძალიან ძვირი ფასის გადახადა მოუწია ამ აგრესიის ჩატარებისთვის.“