გაზიარება
UNM UNM
მედია - 19:49 / 27 თებერვალი 2017

ენმ-ის ლიდერები EPP-ის პრეზიდენტს შეხვდნენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ნიკა მელია, ზაზა ბიბილაშვილი, სალომე სამადაშვილი და ირაკლი ქავთარაძე, ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტ ჯოზეფ დოლს შეხვდნენ.

შეხვედრაზე პრეზიდენტ დოლს მადლობა გადაუხადეს ევროპის სახალხო პარტიის მიერ საქართველოს ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის შეთანხმების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის. ასევე, განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ყურადღება გაამახვილეს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე.

პარტიის წარმომადგენლებმა დოლს ენმ-ში მიმდინარე ცვლილებები გააცნეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.