გაზიარება
UNM UNM
მედია - 17:18 / 30 ოქტომბერი 2017

ენმ-ის ლიდერები ედუარდო ფრაის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ედუარდო ფრაის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც საქართველოში მიმდინარე მოვლენები და პარტიის სამომავლო გეგმები განიხილეს.  ასევე, საუბარი შეეხო ნაციონალურ მოძრაობასა და ედუარდო ფრაის ფონდს შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ასევე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან. ზაზა ბიბილაშვილმა და ზაალ უდუმაშვილმა დელეგაციას გააცნეს 21 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემები და არჩევნების დღეს დაფიქსირებული დარღვევები.