გაზიარება
UNM UNM
მედია - 11:29 / 2 მაისი 2017

ენმ-ის ინფორმაციით, ივლისიდან გაზის ტარიფი კვლავ გაიზრდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ ოთარ სირაძის განცხადებით, ივლისიდან გაზის ტარიფის ზრდა იგეგმება.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება მოსახლეობას ტარიფების განახევრებას პირდებოდა, უკვე მერამდენედ ხდება გაზის ტარიფის მატება. ივლისიდან კიდევ  მოხდება გაზის ტარიფის ზრდა, რაც  ისედაც გაჭირვებაში მყოფ მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვებაგაზის ტარიფის ზრდა ასევე გამოიწვევს სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტების გაძვირებას.

ეს არის, კახა კალაძის არაკომპეტენტურობის და ოცნების მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგი. მათ ვერ მოახერხეს ინვესტიციების მოზიდვა, ხდება სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო ხელშეკრულებების დადება, შეგახსენებთგაზპრომთანდაკავშირებულ საკითხს, ასევე სასამართლო დავებსრაოეესთან“,  ყაზტრანსგაზთან“. მათი ოთხ წლიანი მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის გამო, ჩვენ მივიღეთ გაუფასურებული ლარი, თავის მხრივ კი ვღებულობთ ტარიფების ზრდას.

გასულ პარასკევს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის წლიური ანგარიში, სადაც გამოჩნდა, რომ საქართველომ 2016 წელს 6,4%-ით ნაკლები გაზი მოიხმარა ვიდრე 2015 წელს.

შეგახსენებთ, კალაძე აცხასდებდა, რომ გაზის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა და აუცილებელუ იყოგაზპრომიდანგაზის დამატებითი მოცულობის შესყიდვა, რამაც განაპირობა ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულების გაფორმებაგაზპრომთან

სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ კალაძე იტყუებოდა და მოხდა პირიქით. ეს არის მინიმუმ თანამდებობის ბოროტად გამოყენება სასურველი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომელიც თავის მხრივ შეიცავს კორუფციის ნიშნებს.

იმ პერიოდში, კალაძის გამოსვლები იმდენად პანიკური იყო, რომშაჰ დენიზისკონსორციუმმა შარშან გამოყო  500მლნ.3 გაზი დამატებით, რომლიდანაც საჭიროების არ არსებობის გამო არც გვისარგებლია, ესეც მიუთითებს კალაძის ტყუილზე გაზრდილ მოხმარებაზე.

მოვითხოვთ მთავრობისგან განმარტონ რა ღონისძიებებს ატარებენ ტარიფების ზრდის თავიდან ასაცილებლადკატეგორიულად მოვითხოვთ პროკურატურისგან გამოიძიონ კალაძის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის მოტივები.“