მედია

ახალი ამბები

გიგი წერეთელი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში წერეთელი ევროპარლამენტის LIBE კომიტეტის სხდომას დაესწრო, სადაც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი განიხილებოდა.როგორც წერეთელმა აღნიშნა კომიტეტზე მიღებული დადებითი გადაწყვეტილება მნიშვენლოვანია, რათა ამის შემდგომ პროცესმა ევროპის საბჭოში გადაინაცვლოს და ევროპარლამენტში სესიაზე განსახილველად მომზადდეს. გიგი წერეთელი კომიტეტის მომხსნებელს მარია გაბრიელს შეხვდა, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის (EPP)წარმიმადგენელია და პროცესის დასაჩქარებლად საჭირო სამომავლო ნაბიჯებზე ესაუბრა.„ევროპის სახალხო პარტია ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესში. მნიშვენლოვანია ისიც, რომ ევროპარლამენტშიც და ამ კომიტეტშიც EPP-ის ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰყავს.“ - განაცხადა გიგი წერთელმა.„საქართველოს ხელისუფლება ხშირად სწორედ EPP- ის უპირისპირდება და ამით ,ბუნებრივია, ჩრდილს აყენებს საქართველოს ევროპული განვითარების პროცესს, ნაცვლად იმისა, რომ აქტიურად ითანამშრომლოს და ეს საშუალება გამოიყენოს“, - აღნიშნა წერეთელმა.მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, სწორად იმოქმედოს, რათა პროცესი არ შეფერხდეს. ამავე სხდომაზე კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებების გაგრძელების საკითხიც განიხილებოდა, თუმცა კომიტეტმა მას მხარი არ დაუჭირა. საქართველოს საკითხი კი ხმათა უმავლესობით გავიდა.

თბილისში შეიარაღებული პირების თავისუფალი გადაადგილება ხელისუფლების უპასუხიმგებლო პოლიტიკაზე მიუთითებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ ნიკა მელიას განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარი შეირაღებული დაპირისპირების ფაქტები, ხელისუფლების უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს.„თბილისში შეიარაღებული პირები თავისუფლად გადაადგილდებიან და ეს ხელისუფლების უპასუხიმგებლო პოლიტიკაზე მიუთითებს.  სად არის ამ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი? საერთოდ შთაბეჭდილებას თუ მაინც ტოვებს, რომ ეს ადამიანი რაიმეს მომგვარებელია?! სახელმწიფო დღეს მხოლოდ ოჯახებში მასიურად იარაღის ჩადებითაა დაკავებული და ამის დამადასტურებელი ვიდეო კადრებიც არსებობს.კალაძეა ის ადამიანი, რომელსაც  წინასაარჩენოდ ქუჩა აქვს ჩაბარებული, მას ეს მართვის სადავეები ხელიდან გაექცა და შუაგულ თბილისში ახალგაზრდებს ერთმანეთს ახოცინებს.ჩვენ  პირობას ვდებთ, რომ 9 ოქტობრიდან სახელმწიფო  თითოელულ მოქალაქეს  დაიცავს.“ 

Pages