მედია

ახალი ამბები

მერია კომუნალური გადასახადებისთვის გამოყოფილი ვაუჩერების რაოდენობას ამცირებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი აბესაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალურად დაუცველთა ნაწილს დახმარება მხოლოდ იმის გამო მოუხსნა, რომ მათ მერია კომუნალური გადასახადებისთვის ვაუჩერს აძლევს.„ცინიკური და აგდებული დამოკიდებულებაა, როცა ჯანდაცვის სამინისტრო ადამიანებს საარსებო მინიმუმს ართმევს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ თბილისის მერია კომუნალურ გადასახადებს უხდის ვაუჩერის სახით. ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალურია ახლა, რადგან მერია კვლავ დაიწყებს ვაუჩერების გაცემას და შესაძლოა, უამრავი სოციალურად დაუცველი დადგეს დახმარების მოხნის რისკის ქვეშ.მეორე საკითხია თვითონ კომუნალური ვაუჩერის ოდენობა, რომელსაც დღითიდღე ამცირებს თბილისის მერია და ყოველწლიურად უფრო მეტი თანხის დაზოგვას ცდილობს ამ მიმართულებით.თბილისის მერია ამ დრომდე სოციალურად დაუცველებს  ყოველთვიურად  პირად ანგარიშზე 106 ლარს  ურიცხავდა კომუნალური გადასახადებისთვის.  შესაძლოა მათ ამ რაოდებობის ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების მოსაკრებელი არ ჰქონდათ გადასახდელი, მაგრამ ამ თანხის მოხმარება სხვა საჭიროებისთვის შეეძლოთ.  ახლა კი, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანებს პირად ანგარიშზე თანხა აღარ გადასცეს და პირდაპირ ჩაურიცხავს კომუნალური გადასახადების ორგანიზაციებს იმ ოდენობის თანხას, რა ოდენობითაც ამ ადამიანებმა მოიხმარეს კომუნალური საშუალებები.ამ სქემით, მერია დაზოგავს მილიონობით ლარს და მათ როგორც ჩანს იმ დეფიციტის შესავსებად გამოიყენებს, რომელიც წინასაარჩევნოდ თანხების უაზრო ხარჯვამ შექმნა თბილისის ბიუჯეტში.“ 

ნატო-ში გამართულ მინისტერიალზე თავდაცვის მინისტრის არ დასწრება ხელისუფლების მხრიდან საგარეო პოლიტიკური სიგნალია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ელენე ხოშტარიას განცხადებით, ნატო-ში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში უსაფრთხოებაზე ზრუნვას ეხება, უმნიშვნელოვანესია. ის ფაქტი კი, რომ ამ შეხვედრაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი არ მონაწილეობდა, ხელისუფლების მხრიდან საგარეო პოლიტიკური სიგნალია.„გუშინ, ნატო-ში ჩვენი რეგიონისთვის უმნიშვენლოვანესი მინისტერიალი გაიმართა, რომელსაც  თავდაცვის მინისტრები ესწრებოდნენ.  ნატო-მ გადაწყვიტა, რომ  აქტიურად იზრუნოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით.ეს ნიშნავს, რომ ნათო შავი ზღვის რეგიონების სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩაერთო. აღნიშნული ოპერაციის დაწყების მიზეზებად კი  რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებზე შეჭრა და აგრესიული ქმედებები დასახელდა.ყველაფერ ამის ფონზე, აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი არ ესწრებოდა, რაც ძალიან საგანგაშო სიგნალია. ესაა ჩვენი ქვეყნის ხელისფულების მხრიდან საგარეო პოლიტიკური სიგნალი.მოვუწოდებთ ხელისუფლებას და თავდაცვის სამინისტროს, არ დაუშვან საქართველოს ინტერესების შელახვა და აქტიურად ჩაერთონ პროექტის განხორციელბაში, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებასთან და ეროვნულ ინტერესთანაა დაკავშირებული.“ 

Pages