მედია

ახალი ამბები

ენმ-ის რიგით მე-7 ყრილობა 20 იანვარს, 14:00 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგით მე-7 ყრილობა 20 იანვარს, 14:00 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება და მასზე უკვე რეგისტრირებულია 7136 დელეგატი. პარტიის იმ წევრებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ ყრილობას დაესწრონ, დამზადდა დამატებითი მოსაწვევები, რომელთა მიღებაც შესაძლებელია ”ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში, კახეთის გზატკეცილზე და სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში. ყრილობას მთლიანობაში 9 000 ადამიანი დაესწრება. როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, ყრილობის ძირითადი ნაწილი პოლიტიკური ლიდერების გამოსვლას დაეთმობა, არჩეული იქნება პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა, პოლიტსაბჭოს ახალი თავმჯდომარე. ”მთავარი აქცენტები გაკეთდება თუ რა გეგმები ექნება პარტიას და როგორ აპირებს ის ივანიშვილის ოლიგარქიული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას. რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის საკითხს, თავმჯდომარის არჩევა არ მოხდება მანამ, სანამ პოლიტიკური რეპრესიები არ დასრულდება და ამ საკითხთან დაკავშირებით ყრილობა დეკლარაციის მიღებას გეგმავს”, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

მთავრობამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" გააუქმა

საქრთველოს მთავრობის მიერ მიღებულ საზიანო გადაწყვეტილებაზე, რომელიც რეგიონებს შეეხება და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ გაუქმებას გულისხმობს, დღეს გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა გიორგი ბოტკოველმა ისაუბრა. ”მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გააუქმოს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ითავალისწინებდა შემდეგს - ყველა სოფელს თვითონ მიეღო გადაწყვეტილება რა პროექტი უნდა განეხორციელებინა. პროექტი მოქმედებდა 2009 წლიდან და 2012 წლამდე იყო მზარდი, მაგრამ ხელისუფლებამ იმის ნაცვლად, რომ გაეზარდა მისი დაფინანსება, ეს პროექტი შეწყვიტა. სოფლის მოსახლეობას ჰქონდა გამოყოფილი კონკრეტული თანხა და სოფლის კრება თავად იღებდა გადაწყვეტილებას რა განეხორციელებინა თავის სოფელში. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები „უფრო აქტიურად ჩაერთონ იმ კორუფციულ სქემებში, რომლებიც მოქმედებს ამა თუ იმ რეგიონული პროექტის განხორციელებაში“ - განაცხადა ბოტკოველმა.

Pages