მედია

ახალი ამბები

ენმ ინტერპოლს მიმართავს, რათა ქართველი სამხედროების წინააღმდეგად ძებნა არ გამოცხადდეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უახლოეს დღეებში ინტერპოლს წერილით მიმართავს და მოითხოვს, რომ ქართველი სამხედროების წინაღმდეგ არ გამოცხადდეს ძებნა, რადგან ყველა მსგავსი შემთხვევა პოლიტიკურია და ინტერპოლის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.ასევე, პარტია პარლამენტში გია ცერცვაძის საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამასთან, მთავრობისგან იმ სამხედროების ვინაობის გასაჯაროებას ითხოვს, რომელთა მონაცემებიც რუსეთს გადაეცა.აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ბიბილაშვილმა ისაუბრა. „პირველ რიგში ყველას მინდა მივულოცო გია ცერცვაძის გათავისუფლება - ოჯახს, მთელ საქართველოს. ვუსურვებ გამარჯვებას ქართველი და უკრაინელი ხალხის საერთო მტრის წინააღმდეგ გამარჯვებაში.მადლობა მინდა გადავუხადო ქართველებს, რომლებიც იბრძოდნენ იმისთვის, რომ ცერცვაძე დახსნილი ყოფილიყო პატიმრობისგან. ასევე, მადლობა უკრაინის ხელისუფლებას, რომელმაც ღირსეული ნაბიჯი გადადგა და თავისი მეომარი მტერ სახელმწიფოს არ გადასცა.ჩვენ მოდუნების უფლება არ გვაქვს, ჩვენი კამპანია გრძელდება. მსგავსმა ფაქტებმა მიიღო სისტემური ხასიათი. ამიტომ,  გვსურს და მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, გაასაჯაროოს ყველა იმ სამხედროს მონაცემები, სახელები და გვარები, რომელთა შესახებ ინფორმაცია გადაეცა რუსეთის ხელისუფლებას პირდაპირ, ან ირიბად.მოვითხოვთ პარლამენტში ამ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ამის პარალელურად, ჩვენ უახლოეს დღეებში ინტერპოლს წერილით მიბმართავთ და მოვითხოვთ, ქართველი სამხედროების წინაღმდეგ არ იქნას გამოცხადებული ძებნა, რადგან ყველა მსგავსი შემთხვევა პოლიტიკურია და ინტერპოლის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

სალომე სამადაშვილი EPP-ის პრეზიდენტს შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სალომე სამადაშვილი ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტ ჟოზეფ დოულს შეხვდა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და უვიზო მიმოსვლის პერპსექტივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.სამადაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ EPP-ის დეპუტაცია მხარს დაუჭერს ევროპარლამენტში მომავალ კვირას დაგეგმილ კენჭისყრას, რომელიც უვიზო რეჟიმის ამოქმედებას შეეხება.შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მე-7 ყრილობასა და სამოქმედო გეგმებზე უსაუბრეს.  ევროპის სახალხო პარტია ენმ-ის ძლიერი პარტნიორი იქნება პარტიაში განსახორციელებლი რეფორმებისა და განახლების პროცესში.

Pages