მედია

ახალი ამბები

გიგი წერეთელმა ჰამბურგში, ეუთო-ს მინისტერიალის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

გიგი წერეთელი, ეუთო-ს საპარლამენტო ანსამბლეის ვიცე-პრეზიდენტის სტატუსით ეუთოს მინესტერიალის მუშაობაში მონაწილეობდა, რომელიც ქ. ჰამბურგში გაიმართა. ღონისძიებას ეუთო-ს 57 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა სამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მინისტერიალი ორგანიზებული იყო ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, გერმანიის მიერ და მას საგარეო საქმეთა მინისტრი შტაინმაიერი თავმჯდომარეობდა. ძირითად განსახილველი საკითხებს ეუთოს რეგიონში უსაფრთხოების პრობლემები, უკრაინაში არსებული ვითარება, გახანგრძლივებული კონფლიქტები და სხვა მნიშვნელოვანი თემები წარმოადგენდა.მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა ეუთო-ს საპარლამენტო ანსამბლეის ბიუროს სხდომა. თავის გამოსვლაში გიგი წერეთელმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ უკანონოდ გაფორმებულ ხელშეკრულებებზე აფხაზეთისა და ცხინვალის სეპარატისტულ, დე-ფაქტო ხელისუფლებებთან. „მიუხედავად იმისა, რომ ეუთო-ს არაერთ დოკუმენტში, საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში, მკაფიოდ და მკაცრად არის მითითებული რუსეთის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო კონტიგენტის გაყვანის, დევნილთა დაბრუნების ხელისშეწყობის, ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხების, დღემდე ამ მიმართულებით არანაირი პროგრესი არ არის, პირიქით გრელდება საქართველოს ტერიტორიების ანექსიის პროცესი, ამჯერად უკანონო ხელშეკრულებებით. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, სულ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტ პუტინის მიერ ხელმოწერილი, რატიფიცირებული, ე.წ. ხელშეკრულება რუსეთისა და აფხაზეთის ერთიანი სამხედრო დანაყოფების შესახებ, ამგვარი მოქმედება ძირს უთხრის ევროპული უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს და ეწინააღმდეგება ეუთო-ს ძირითად ღირებულებებს. დიდი მნიშვნელობა აქვს გერმანიის, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის აქტიურ ჩართულობას ამგვარი უკანონობის შესაკავებლად.“-განაცხადა მან. ეუთო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა გენოტ ერლერმა აღნიშნა, რომ გერმანული მხარე, სხვა პარტნიორებთან ერთად აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას აღნიშნულ საკითხებზე ჟენევის მოლაპარაკების დროს და სხვა ფორმატებში.გიგი წერეთელი ასევე სიტყვით გამოვიდა ეუთოსა და აზიის პარტნიორების კონფერენციაზე და  გამართა სხვა სამუშაო შეხვედრები.

გივი თარგამაძეს პროკურატურა მისი აფეთქების გამოძიებასთან დაკავშირებულ მასალებს არ აცნობს

4 ოქტომბერს მომხდარი ფაქტის გამოძიების მასალებს, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ გივი თარგამაძის აფეთქებას შეეხება, პროკურატურა დაზარალებულს არ აცნობს.აღნიშნუის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გივი თარგამაძემ ისაუბრა.„4 ოქტომბრის აფეთქების გამოძიებასთან დაკავირებით, შემიძლია ვთქვა, რომ არჩევნების შემდგომ საგამოძიებო უწყებებმა ინტერესი დაკარგეს. ამიტომ, მე ჩემი ძალებით მიწევს ისინი ვაიძულო ჩაატარონ  თითოეული ის საპროცესო მოქმედება, რომელიც მათი ვალდებულობაა.გამოძიების დაწყებიდან  2 თვის შემდეგ ჩემი ძალისხმევით მივაღწიე იმას, რომ დაზარალებულად მცნეს, რაც პროკურატურას ავტომატურად უჩენს ვალდებულებას საქმის მასალები გამაცნონ, რაზეც ჯიუტად აცხადებენ უარს.საგამოძიებო უწყების ასეთი მიდგომა საფუძვლიან ეჭვს მიჩენს, რომ პროკურატურა ცდილობს გამოძიება საკუთარი ინტერესების დაცვით წარმართოს, რათა შედეგიც თავიანთ ინტერესებს შეუსაბამონ.აღსანშნავია, რომ პოლიცია, რომელიც გამოძიებას აწარმოებს თავის მხრივ მზადაა მასალები გამაცნოს, თუმცა მათ პროკურატურის ნებართვა სჭირდებათ, რასაც ამ დრომდე ვერ მივაღწიეთ. შესაბამისად, საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მხოლოდ კითხვები არსებობს, პასუხები კი აგვიანებს.კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას, პროკურატურას  შეასრულონ თავიანთი მოვალეობა და  გამაცნონ საქმის  მასალები.“ 

Pages