მედია

ახალი ამბები

„ნაციონალური მოძრაობა" 2 თებერვალს დევნილთა სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავს

2 თებერვალს, 14:00 საათზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და აფხაზთა კრებაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები საპროტესტო აქციას გამართავენ. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ნუგზარ წიკლაურმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქცია მიზნად ისახავს ძალაში არ შევიდეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც დევნილის სტატუსი მინიჭება  და 45-ლარიანი შემწეობა უქმდება."ხელისუფლებამ დევნილებზე შეტევა დაიწყო. 45-ლარიან სოციალურ დახმარებას აუქმებს და მათ ერთადერთი სტაბილური საარსებო საშუალების გარეშე ტოვებს, შიმშილისა და სიცივისთვის იმეტებს, დევნილის სტატუსს ართმევს, რითაც აპირებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებაზე უარი თქვას და  ეს ტერიტორიები რუსეთს გადასცეს.ეს მოღალატური გეგმა უნდა ჩავშალოთ. ხელისუფლების შეჩერება მხოლოდ საზოგადოების აქტიურობას და პროტესტს შეუძლია".

საქართველოს მთავრობა ოკუპანტ სახელმწიფოს ქართველი ჯარისკაცების დევნაში ეხმარება

თუ 2  კვირის განმავლობაში ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, რათა რუსეთის მხრიდან ქართველი სამხედროების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ განხორციელდეს, ნაციონალური მოძრაობა მანიფესტაციებს აანონსებს.ამავე დროს ქართული ოცნების მხრიდან  გამოცხადებულ ღალატის ქრონიკის კონკრეტულ მაგალითებზე საუბრობს.აღნიშნულის შესახებ დღეს გამარტულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა ისაუბრა. „მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო გია ცერცვაძეს გათავისუფლება. ეს არის ქართველი და უკრაინელი ხალხის გამარჯვება, ქართული საზოგადოების მხრიდან ჩვენი მეომრების, გმირების დაფასება.ჩვენ არ ვაპირებთ რომ ხელები ჩამოვუშვათ და ჩვენი სამხედროების ბედი ხელისუფლებას მივანდოთ. თუ 2  კვირის განმავლობაში ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, რათა რუსეთის მხრიდან ქართველი სამხედროების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ განხორციელდეს, თუ ხელისუფლება რუსეთში ჩვენი მეომრების ექტრადიციის ხელშეწყობას არ შეწყვეტს, ჩვენ სახელმწიფო უწყებების შესასვლელებთან მანიფესტაციებს დავიწყებთ, რათა ამ გაზულუქებულ ადამიანებს არ მიეცეთ საშუალება მშვიდად ჩააბარონ ჩვენი მეომრები საქართველოს მტერს.ფაქტია, რომ ხელისუფლების ხმრდან ჩვენი მეომრების დევნა გრძელდება. რუსული მედია სააგენტოები ავრცელებენ  იმ მეორების სახელებსა და გვარებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლაინობას იცავდნენ და ახლა  უკრაინის დამოუკიდებლობისათვის იბრძვიან. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი რომ სწორედ ამ ადამიანების წინააღმდეგ გაგრძელდება სისხლის სამართლის დევნა. სამწუხარო პროცესია, მაგრამ რეალობაა, რომ  ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან გამოცხადებულია ღალატის ქრონიკა და ამაზე შემდეგი ფაქტები მიუთითებს:ივანიშვილი და ქართული ოცნების წარმომადგენლები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ აცხადებდნენ, რომ საქართველომ 2008 აგვისტოში  ომი დაიწყო, რაც სრულიად შეესაბამება რუსულ ნარატივს. ოცნების წარმომადგენლების განცხადებით, საქართველო არ უნდა იყოს დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების საგანი არჩევნების შემდეგ მყისიერად გაათავისუფლეს რუსი ჯაშუშები -შკრილნიკოვი, ჩაპლიგინი, გევორქიანი, ჩახალიანი ისე რომ არ მოხდა, ამავე გაყალბებული ბრალდებით  რუსეთის ფედერაციაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გამოშვება. ხდება სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა ან/და დაკავება იმ ქართველი სამხედროების, რომლებმაც ოკუპანტის წინააღმდეგ ბრძოლაში თავი გამოიჩინეს. ხდება ქართული სამხედრო წარმოების გაჩერება, და საიდუმლო თავდაცვითი ნაგებობების შესახებ ინფრომაციის  რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებისათვის გადაცემა რუსეთი სომხეთის რკნისგზის აღდგენაზე საუბარი საქართველოს მოქალაქეების გვერდის ავლით რუსეთის სახელმწიფო კომპანია გაზპრომთან საიდუმლო მოლაპარაკებების წარმოება. გაზპრომთან ურთიერთობა ზიანს აყენებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს. ევროკავშირში და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პოლიტიკიდან უკან დახევა, რისი დასტურიც  ნატო-ს სამიტზე არ დასწრებაა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოშლის პროცესის დაწყება, სამხედროების ჯარიდან მასიურად გათავისუფლებისა და რიგი ქვედანაყოფების დაშლის გზით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ სამხედროების წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაციაში საქართველოს ხელისუფლების აქტიური მონაწილეობა.“   

Pages