მედია

ახალი ამბები

ენმ-ის მოთხოვნები მოსამართლე ნაზღაიძესთან დაკავშირებულ საქმეზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს მოსამართლე ნაზღაიძეს შეუწყდეს უფლებამოსილება. ამასთან, გაუქმდეს რუსთავი 2 -ის საქმესთან დაკავშირებით, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და თბილისის მერიასა და მოსამართლე ნატალია ნაზღაიძის ოჯახს შორის დადებული მილიონიანი გარიგება.აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ ისაუბრა.„მინდა გამოვეხმაურო კორუფციული გარიგების უპრეცედენტო ფაქტს, რომელიც შედგა მოსამართლე ნაძღაიძის ოჯახსა და მერიას შორის. კერძოდ, მერიამ მთავრობის ბიუჯეტიდან - ხალხის კუთვნილი ფულით, რასაკვირველია ივანიშვილის დავალებით მოისყიდა მოსამართლე ნაზღაიძე, რის შემდეგაც მან გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება რუსთავის 2 საქმესთან დაკავშირებით. სასამრთლო გადაქიცა კორუმპირებულ სისტემად, რომელიც ასრულებს ივანიშვილის დაკვეთებს პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესახებ თავისუფალი მედიის ხელში ჩასაგდებად.ენმ არ აპირებს შეეგუოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფეხქვეშ გათელვასა და სასმართლო ინსტიტუტის დანგრევას, რაც თავის მხრივ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროპულ სივრცეში ცივილიზიბულ სახელმწოფოთა გვერდზე დამკვიდრებას.მოვითხოვთ:1. საერთო სასამართლოების კანონის შესაბამისად იუსტიციის საბჭოსგან შეუწყდეს უფლებამოსილება მოსამართლე ნაზღაიძეს;2. მოვუწოდებთ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მოსამართლეებს გააუქმოს მოსამართლე ნაზღაიძის თავჯდომარეობით სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რუსთავი 2 საქმეზე;3. მოვითხოვთ, თბილისის მერიასა და მოსამართლე ნატალია ნაზღაიძის ოჯახს შორის დადებული მილიონიანი გარიგების გაუქმებას4. გადადგეს თბილისის მერი და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს ყველა იმ პირს, ვინც დააორგანიზა ან უშუალოდ მონაწილეობდა ამ კორუფციულ გარიგებაში. „   

ენმ საზოგადოებას მოსამართლეთა დასაცავად გაერთიანებისკენ მოუწოდებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებას მოსამართლეთა დასაცავად გაერთიანებისკენ მოუწოდებს.აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. საქმე ეხება მოსამართლეები მხრიდან პროკურატურისთვის მიმართვას, სადაც ისინი მთავრობის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ. „ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც მოსამართლეები ღიად საუბრობენ იმ მანკიერ სისტემაზე, რომელიც არა თუ იცავს მოქალაქეთა უფლებებს, არამედ ებრძვის თავისუფალ მედიას, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მოქალაქეებს. ეს ნათლად ცხადყოფს, რომ ხელისუფლება ყოველგვარ ზღვარს გადავიდა, ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს გააუქმოს სახელმწიფო და ყოველივე ამის შემხედვარე დაუშვებელია დუმილი.მე მოვუწოდებ ყველა პროფესიულ ჯგუფს, ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას, საზოგადოებას რომ გავერთიანდეთ, როგორც არასდროს. ახლა საჭიროა ერთსულოვნება, ერთ მუშტად შეკვრა. როგორც რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მაგალითი ვაჩვენეთ, გია ცერცვაძის გარშემო მოხდა კონსოლიდაცია, ასეთივე კონსოლიდაციაა ახლა საჭირო მოსამართლეების დასაცავად.გვაქვს კატეგორიული მოთხოვნა, ბატონი გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, რადგან უკვე ნათლად ჩანს, რომ ის ივანიშვილის პოლიტიკური ინსტრუმენტია. მივმართავ პრეზიდენტს, მისი კონსტიტუციური ვალდებულებების ფარგლებში დაიცვას მოსამართლეების უფლებები“ - განაცხადა მელიამ და დასძინა, რომ ამ ვითარებასი საინტერესოა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაც.

Pages