მედია

ახალი ამბები

ენმ-ის ახალი ინიციატივები სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განათლების და მეცნიერების მიმართულების ხელმძღვანელმა მარიამ გერსამიამ დღევანდელ ბრიფინგზე ის ახალი ინიციატივები გააჟღერა, რომელიც სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხს გააუმჯობესებს და მოუწოდა განათლების და მეცნიერების სამინისტროს დროულად იზრუნოს სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო დაგროვილი პრობლემების აღმოფხვრისთვის. მარიამ გერსამიამ აღნიშნა: „ხელისუფლების დანაშაულებრივი უმოქმედობის გამო კიდევ უფრო იზრდება ხალხის მძიმე სოციალური მდგომარეობა. ამ ფონზე, მთავრობამ უკვე უარი თქვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირვანდელი სახით  განხორცილებაზე და იზრდება რისკი, რომ უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა შეჩერდეს ან არასწორი პოლიტიკის შედეგად, სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხი მკვეთრად გაუარესდეს. სამწუხაროდ, ბოლო წლებში გატარებულმა განათლების არასწორმა პოლიტიკამ, კერძოდ იმ  ფაქტმა, რომ სამინისტრო უხეშად არღვევს გამომცემლების და ავტორების ინტელექტუალური საკუთრების უფლებას დაასუსტა გამომცემლობები (სადაც ასობით ადამიანია დასაქმებული), დააზარალა კონკურენტული გარემო.   სწორედ საავტორო უფლებების დარღვევამ გამოიწვია ის, რომ რამდენიმე გამომცემლობა უკვე გაკოტრების პირასაა, სათანადო ტემპებით არ მიმდინარეობს მთარგმნელობითი საქმიანობა და აღარ იქმნება ახალი სახელმძღვანელოები. შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეის მონაცემებით 500 ათასამდე მოსწავლეა. ძალიან ბევრ ოჯახს, უსახსრობის გამო არ შეუძლია იყიდოს სასკოლო წიგნები. ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას:   იზრუნოს ახალი სახელმძღვანელოების შეძენაზე, მათ უსასყიდლოს გადაცემაზე, და რაც მთავარია - მათი ხარისხის გაუმჯობესებაზე. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ ავტორებთან და გამომცემლობებთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გზით ავტორთა შრომის შესაბამისი ანაზღაურებისთვის ბიუჯეტში დროულად გამოიყოს შესაბამისი თანხა. საყურადღებოა, რომ ბავშვის განვითარებისთვის   რეალურ საფრთხეს წარმოადგენს წიგნების მძიმე წონა. ეს განსაკუთრებით ეხება დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს. მოვუწოდებთ სამინისტროს, სახელმძღვანელოების მოსწავლეებისთვის შეძენის პარალელურად გამოყოს შესაბამისი სახსრები იმისთვის, რომ I-VI კლასებში წიგნების ნაწილი შეიძინოს სკოლებისთვისაც. ამგვარად, მძიმე წიგნების ტარება მოსწავლეს აღარ მოუხდება ყოველდღე და მოცულობით დიდი სახელმძღვანელო მას ექნება სახლშიც და სკოლაშიც. სახელმწიფომ უნდა წაახალისოს კონკურენცია და ქველმოქმედება, რათა მოქალაქეებმა, ბიზნესმენებმა, გამომცემლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და გაერთიანებებმა, შეძლონ დახმარება გაუწიონ სკოლებს და სურვილის შემთხვევაში, თავად შეიძინონ სახელმძღვანელოები (საჯარო სკოლებში დღეს ეს ვერ ხერხდება). შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით მიმდინარეობს ღია შეხვედრები, დისკუსიები განათლების და მეცნიერების მიმართულებით, რომლის მიზანია სისტემაში არსებული აქტუალური საკითხების შესახებ ღია დისკუსიის წარმართვა და კონკრეტული ინიციატივების დამუშავება. შეხვედრები ღიაა ფართო საზოგადოებისთვის, ექსპერტებისთვის. პროფესიონალებთან, ხალხთან კონსულტაციების შედეგად მუშავდება იდეები და ინიციატივები.      

ენმ: რუსული სანომრე ნიშნიან ავტომობილებს, დიდი ალბათობით, ბოლნისის გავლით სომხეთში სამხედრო ტექნიკა გადააქვს

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელ ნუგზარ წიკლაურის ინფორმაციით, ბოლნისის რაიონში რუსული სანომრე ნიშნით ავტომობილები გადაადგილდება, რომელსაც დიდი ალბათობით სამხედრო ტექნიკა გადააქვს.”ამ წუთებში, ბოლნისის რაიონში  რუსული სანომრე ნიშნებით სატვირთო ავტომობილები გადაადგილდება, რომლებსაც  შეფუთული და უცხო თვალისთვის შენიღბული ტვირთი გადააქვთ. ვიზუალური დაკვირვებით და დიდი ალბათობით, ეს არის მძიმე მუხლუხოიანი ტექნიკა. სავარაუდოდ, სამხედრო დანიშნულების. ამის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალა ზუსტად ერთი წუთის წინადგილიდან მივიღეთ. პირველ რიგში, გვინდა მივმართოთ პრეზიდენტს და ხელისუფლებას, სასწრაფოდ გამოიკვლიონ, თუ რა დანიშნულებისაა ეს ტვირთი. ჩვენი რამდენიმე მეგობარი, რომელიც ამ წუთებში იქ იმყოფება, გვეუბნება, რომ ეს უდიდესი ალბათობით, არის სამხედრო ტექნიკა. ხვალ არის უშიშროების საბჭოს სხდომა და ვფიქრობთ, აუცილებელია ამ საკითხის  დაყენება. ტვირთი  სავარაუდოდ, სომხეთის საზღვრისკენ გადაადგილდება”. 

Pages