გაზიარება
UNM UNM
მედია - 14:15 / 6 ივლისი 2017

ენმ-ის წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ, სადაც არსებულ ვითარებას გაეცნენ.

როგორც პარტიის მერობის კანდიდატმა ზალიკო უდუმაშვილმა აღნიშნა, მდგომარეობა საგანგაშოა, რადგან რუსული ბანერი ცენტრალურ ავტობანთან 450 მეტრში მდებარეობს, საქართველოს ხელისუფლება კი დუმს.

 „საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა და საოკუპაციო ხაზის გადმოწევა ხშირდება მაშინ, როც  პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრა ახლოვდება. ამ ბანერიდან საქართველოს მთავარი საგზაო არტერია, ცენტრალური მაგისტრალი 500 მეტრით არის დაშორებული. მე მინდა ვკითხო საქართველოს ხელისუფლებას, ნუთუ ვერ გაიგეთ, რომ მოსკოვისთვის თქვენთან მოლაპარაკებები არის მხოლოდ შირმა და საერთაშორისო ზეწოლის მოხსნამ მიგვიყვანა იქამდე, რომ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში საერთოდ აღარ დგას. ამიტომ, თვითმმართველობის არჩევნები რეალურად უნდა გახდეს რეფერენდუმი საქართველოს მოსახლეობისთვის,“ - განაცხადა უდუმაშვილმა.