გაზიარება
UNM UNM
მედია - 11:18 / 1 მაისი 2018

ენმ-ის წარმომადგენლები ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდნენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები სალომე სამადაშვილი, ზაზა ბიბილაშვილი და გიორგი ბარამიძე ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უეს მიტჩელს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში საუბარი საქართველოს განვითარების გზებს შეეხო. 

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარუდგინა ხედვა, იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დაბრუნდეს ჩვენი ქვეყანა განვითარების გზაზე. როგორ უნდა ამოვიდეს იმ ჭაობიდან რომელშიც ივანიშვილის კლეპტოკრატიულმა რეჟიმმა ჩააგდო. ყველა ვხედავთ, რომ ქვეყანაში გაზრდილია კრიმინალი, გაზრდილია უიმედობის განცდა, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა ამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და დავბრუნდეთ განვითარების გზაზე“- აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, ამერიკელ პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, რომ თუ საქართველოში ოლიგარქიული რეჟიმი გამყარდება, მაშინ საქართველოს ადგილი ევროატლანტიკურ სივრცეში აღარ იქნება. სწორედ ამიტომ, სამადაშვილის თქმით, აშშ გააგრძელებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერას.

„საქართველო თუ გახდება კიდევ ერთი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც ჩამოყალიბდება და გამყარდება ოლიგარქიული მმართველობის რეჟიმი სამწუხაროდ ამ ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით პერსპექტივა დაეკარგება. ეს ძალიან კარგად ესმის ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს, სწორედ ამიტომ აშშ გააგრძელებს ქვეყანაში  დემოკრატიის მხარდაჭერას, მასმედიის თავისუფლების მხარდაჭერას და გააგრძელებს პოლიტიკური პლურალიზმის მხარდაჭერას“.