გაზიარება
UNM UNM
მედია - 11:28 / 25 დეკემბერი 2017

ელექტროენერგიაზე გადასახადი ისევ იზრდება

დენის გადასახადი  კვლავ იზრდება. როგორც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ოთარ სირაძემ აღნიშნა, ელექტროენერგიაზე ფასის ზრდას ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა განაპირობებს.

ქართულმა  ოცნებამ  საახალწლო საჩუქარი გაუკეთა საქართველოს მოსახლეობას. გადასახადი ელექტროენერგიაზე ისევ იზრდება. ეს არის უშუალოდ მთავრობის არკომპეტენტურობის და უუნარობის ბრალი.

ჩვენ მათ არაერთხელ ვაფრთხილებდით, რომ თუ არ გადადგადნენ აუცილებელ ნაბიჯებს ეკონომიკის განვითარებისთვის ლარი გაუფასურდებოდა და ეს დარტყმა ტარიფებზეც იქნებოდა ასახული.

ლარის გაუფასურება  ეკონომიკური პრობლემების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომელიც  მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკითაა გამოწვეულია. ლარის გაუფასურებამ გამოიწვია საწვავის, მედიკამენტების, სურსათის ფასების, ხოლო დენის და გაზის ტარიფების ისტორიულ მაქსიმუმზე ასვლა. რაც ყველაზე საგანგაშოა ეს პროცესი შეუქცევადია ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში და მომავალშიც მოსალოდნელია, როგორც ფასების ასევე ტარიფების ზრდა.

ამ ფონზე კი მთავრობის პასუხი პენსიონერებზე და სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე, რომელთაც მძიმე ტვირთად აწვება ყველა ეს პრობლემა არის, პენსიის ზრდაზე უარი, რაც ნიშნავს ამ ადამიანების ბედის ანაბარად დატოვებას.

ამიტომ, კატეგორიულად მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრისგან, მთავრობამ გადახედოს ახალ ბიუჯეტს, სადაც უამრავი გაბერილი ხარჯია და 2018 წლის იანვრიდანვე გაიზარდოს პენსია მინიმუმ 50 ლარით და ასევე მოუმატოს სოციალურ შემწეობებს, რათა მოხდეს ამ ადამიანებისთვის მინიმალური დაბალანსება მაინც გაზრდილ ფასებთან და ტარიფებთან.