გაზიარება
UNM UNM
მედია - 15:40 / 5 იანვარი 2018

დღეს საქართველოს შეემატა ახალი სისხლის სამართლის დამნაშავე, ე.წ. მოსამართლე გიორგი არევაძე

„დღეს საქართველოს მოსამართლე გიორგი არევაძის სახით ახალი სისხლის სამართლის დამნაშავე შეემატა“ - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ზაზა ბიბილაშვილმა ისაუბრა.

„ე.წ. მოსამართლე გიორგი არევაძემ დღეს განაჩენი გამოუტანა  არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, არამედ მის დამკვეთებს იუსტიციის სამინისტროში, პროკურატურასა და შუშის სასახლეში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვპირდებით მას და პროკურორად წოდებულ ირაკლი ნადარეიშვილს, რომ კანონის წინაშე აგებენ პასუხს.

მინდა საზოგადოებამ იცოდეს სწორი ინფორმაცია და არ დაუჯეროს მათ, ვინც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ე.წ. გირგვლიანის საქმეში ცნეს დამნაშავედ. საქმე, რომელზეც სასამართლომ განაჩენი დღეს გამოაცხადა, ეხება კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენებას. უფრო კონკრეტულად კი, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 179 ყოფილი სამხედრო და ძალოვანი უწყების წარმომადგენელი შეიწყალა  და მათ სასჯელი გაუნახევრდა.  არაფერი საერთო ამ საქმეს გირგვლიანის საქმესთან არ ჰქონია. და ვინც ამას ამბობს, ან სახელისუფლებო მედიაა, ან უალოდ ხელისუფლების პროპაგანდაში მონაწილეობს.

2012 წლის შემდგომ, რაც ქარული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, განუწყვეტლივ გვესმის ფარისევლური საუბრები იმაზე, რომ კანონი ყველასთვის ერთია და მასზე მაღალი არავინაა. თუმცა დღეს მკაფიო რეალობის წინაშე დავდეგით -  არათუ კანონია ყველასთვის ერთი და მის წინაშე ყველა თანასწორია, არამედ ივანიშვილმა  მოსამართლის ხელით გვითხრა რომ კანონი არის ის, რასაც ივანიშვილი ან მისი ოჯახის წევრი იტყვის.

ის, რაც დღეს მოხდა დიაგონიზა, რომ საქართველო  არათუ ვითარდება, არამედ უკან  მიდის. ზედემტია საუბარი დემოკრატიაზე, როცა ერთი ადამიანი წყვეტს რა უნდა იყოს თამანედროვე სახელმწიფოს შემქმელის მომავალი. ქართველი ხალხი ამას არ შეეგუება და ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ.“