გაზიარება
UNM UNM
მედია - 15:20 / 25 ივლისი 2017

დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლება აბუჩად იგდებს ადამიანის უფლებების ძირითად პრინციპებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ აკაკი მინაშვილის განცხადებით, საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატების უკვე მესამედ ჩავარდნა ხელისუფლების მორიგი მარცხია.

„ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მესამეჯერ ხდება უკვე ეს ფაქტი და ეს ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლება აბუჩად იგდებს, ფეხვეშ თელავს საქართველოში დემოკრატიას და ადამიანის უფლებების ძირითად პრინციპებს. კიდევ ერთხელ დადასტურდა დღეს, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანი არის, საქართველოს სახელმწიფოს სახელის დისკრედიტაცია. მათი მცდელობა არის პოლიტიკური გავლენა მოიპოვონ სტრასბურგის სასამართლოზე და თავისი ოდეერები შეაგზავნონ სტრასბურგის სასამართლოში, ვინაიდან კანდიდატურების შერჩევა არ ხდება პროფესიის ან კვალიფიკაციის ნიშნით, არამედ კანდიდატურების შერჩევა ხდება პოლიტიკური მორჩილების ნიშნით."