გაზიარება
UNM UNM
მედია - 21:14 / 25 აპრილი 2016

დავით ბაქრაძის შეხვედრა ლაგოდეხში

შეუსრულებელი წინასაარჩევნო დაპირებები და უყურადღებოდ მიტოვებული სოფელი - ამ თემებზე იყო საუბარი ლაგოდეხის რაიონის სოფელ ცოდნისკარში, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ადგილობრივებთან შეხვედრა გამართა.

სოფლის მოსახლეობის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ მათ დახმარებას დაჰპირდა, დღემდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება სათესი მასალის ფასები და შემდგომ მოსავლის რეალიზაცია.