გაზიარება
UNM UNM
მედია - 01:33 / 21 მარტი 2017

ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!

უკვე მეექვსე წელია მსოფლიო 21 მარტს აღნიშნავს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს მეტი ამ დღის და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების შესახებ. საჭიროა ხელმისაწვდომი ჯანდაცვის პროგრამების, ინკლუზიური განათლების და საზოგადოების განვითარება, სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართულობის და შესაბამისი გარემო პირობების შექმნა, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებმა შეძლონ მეგობრულ გარემოში განვითარება და ინტეგრაცია. 
ჩვენ შეგვიძლია მათი ხმის და საჭიროებების გაგება და შემდეგ, მათი მხარდაჭერა და ადვოკატირება ყველგან, ყოველ ქალაქსა და სოფელში.

რაც მთავარია, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ არსებული სტერეოტიპები, ყველას მივაწვდინოთ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ხმა და მათთვის შევქმნათ პირობები, რომ შეძლონ განვითარება იმ მეგობრული გარემოში, რომელიც მათ ცხოვრებას გაალამაზებს.

 

მეგობრები ქრომოსემებს არ ითვლიან

მე არ მაქვს ზედმეტი ქრომოსომა, იქნებ შენ გაქვს ნაკლები?

სიყვარული ქრომოსომების რაოდენობით არ ისაზღვრება

ჭრელი წინდა ჩემი შენდამი სიყვარულისა და მხარდაჭერის სიმბოლოა

შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს

შეცვალე გარემო ადამიანისთვის და არა ადამიანი გარემოსთვის

ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით