გაზიარება
UNM UNM
მედია - 22:12 / 27 მაისი 2016

ბადრი ბასიშვილი სოფელ ნადარბაზევის მცხოვრებლებს შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შიდა ქართლის რეგიონალური ხელმძღვანელი ბადრი ბასიშვილი გორის რაიონის სოფელ ნადარბაზევში მზია და ნანული საბიაშვილების ოჯახში იმყოფებოდა, რომლებსაც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოუხსნეს სოციალური შემწეობა. ასევე, ის გაეცნო სოფელში არსებულ პრობლემებს. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, მათ უამრავი მოუგვარებელი პრობლემა აწუხებთ და ადგილობრივ ხელისუფლებას დანაპირების შეუსრულებლობაში და უყურადღებობაში ადანაშაულებენ. როგორც ისინი ამბობენ, ოთხი წელია სოფელში ნაგვის ურნების დადგმას უშედეგოდ ითხოვენ და დაპირებული გარეგანათება დღემდე დაპირებად დარჩათ.