გაზიარება
UNM UNM
მედია - 15:56 / 6 ივნისი 2016

აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომაზე ჩანიშნული ,,უსკოს ‘’ არჩევნები არ შედგა.

აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომაზე ჩანიშნული ,,უსკოს ‘’ არჩევნები არ შედგა. მიზეზი ტექნიკური ხარვეზი აღმოჩნდა. დღეს დეპუტატებს ფარუალდ კენჭი უნდა ეყარათ , უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრობის კანდიდატებისთვის . აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის განცხადებით, სხდომა ტექნიკური ხარვეზების გამო ჩაიშალა. დამოუკიდებელი დეპუტატი მედეა ვასაძე და „ ნაციონალურ მოძრაობის“ წევრი პეტრე ზამბახიძე მმართველ გუნდს შორის გარიგებაზე საუბრობს. ოპოზიციაში მყოფი დეპუტატები სხდომის ჩაშლაში ავთანდილ ბერიძეს სდებენ ბრალს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კი დღევანდელი სხდომა გაიმარტებოდა, იგი მაინც უკანონოდ ჩაითვლებოდა, ვინაიდან კანდიდატურების კენჭისყრისთვის 14 დღიანი ვადა საკანონმდებლო ორგანოს 2 ივნისს ამოეწურა. ავთანდილ ბერიძე პასუხისმგებლობას ვადების გადაცილებაში იურიდიულ კომისიას აკისრებს და ამბობს , რომ სხდომის დანიშვნა მათი პრეროგატივაცაა. „დღის წესრიგი არა დამტკიცდა და სხდომა დაიხურა, ტექნიკური ხარვეზის გამო. ითქვა, რომ არ იყო სწორად დათვლილი კენჭისყრის ალტერნატიული ვადა. წინადადება დადგა კენჭისყრაზე რომ არ დამტკიცებულიყო დღის წესრიგი და 8 ხმით, დღის წესრიგი არ დამტკიცდა“ – აცხადებენ პრესსამსახურში. შეგახსენებთ, რომ ,,უსკოს’’ თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ქარცივაძეა, წევრობის კანდიდატი კი მამუკა ჯაში.