გაზიარება
UNM UNM
მედია - 14:02 / 31 აგვისტო 2018

73 საარჩევნო კომისიაში, ევროპულმა საქართველომ მხარი ქართული ოცნების გადაწყვეტილებებს დაუჭირა

73 საარჩევნო კომისიაში, ევროპულმა საქართველომ მხარი ქართული ოცნების გადაწყვეტილებებს დაუჭირა. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გაერთიანებული ოპოზიციაძალა ერთობაშიასწარმომადგენელმა გიორგი ბოტკოველმა ისაუბრა.

„29 აგვისტოს ჩატარებულ 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში ჩატარებულ სხდომას, დაფიქსირდა გამაოგნებელი ფაქტი - დავით ბაქრაძისა და ევროპული საქართველოსწარმომადგენლებმა კომისიის წევრებმა საოლქო საარჩევნო კომისიებში მხარი დაუჭირეს აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც იქნა მიღებული საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ.

ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგებოდა ინიციატივებს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან და ასევე, ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც საოლქო კომისიების მხრიდან ხელს შეუწყობს შემდგომში არჩევნების გაყალბების პროცესს.

ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, საჭიროებს პასუხს, რომელიც უნდა გაგვცეს ევროპულმა საქართველომ,“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.