გაზიარება
UNM UNM
მედია - 13:09 / 1 მარტი 2016

6 მარტი - ენმ-ის სიმბოლური ჯაჭვი "გაზპრომის" გასაპროტესტებლად

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივნის, სერგო რატიანის განცხადებით, პარტია კვლავ აპირებს 6 მარტს გაზპრომის წინააღმდეგ აქცია გამართოს.

"საზოგადოებამ უკვე იცის, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 6 მარტს საპროტესტო აქციას მართავს, აკეთებს სიმბოლურ ჯაჭვს, რითაც საქართველოს მთავრობის გაზპრომთან მოლაპრაკებას აპროტესტებს და სადაც აშკარაა ნაციონალური ინტერესების დათმობა.

დღეს კალაძემ კვლავ სრულიად არაადექვატური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მოლაპრაკებები გრძელდება, რომელიც დიდი ალბათობით ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოდ დასრულდება.

მინდა ვუთხრა მთავრობას და კალაძეს, მათ აქვთ დრო ცხადი განცხადებები გააკეთონ როგორია ჩვენი პოზიცია გაზპრომთან მოლაპრაკებების დროს. არანაირი დაიმედება ნათელ მომავალზე არაა სანდო, საზოგადოება არ ენდობა ამ დაპირებებს. ამიტომ, ჩვენ ვაცხადებთ, გვექნება აქცია და ქართული საზოგადოება მთარობის პოლიტიკას ამ მიმართულებით გააპროტესტებს. ჩვენთვის აქციები თვითღირებულებას არ წარმოადგენს, მნიშვნელოვანი შედეგი, ამიტომ მათ აქვთ დრო დააფიქსირონ მკაფიოდ თავიანთი პოზიცია".