გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:51 / 8 თებერვალი 2017

15 თებერვალს,19:00 საათზე, ერთად ვიმსჯელოთ თუ როგორ ვაქციოთ ენმ საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობის პარტიად

როგორც მოგეხსენებათ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაყრილობაზე გაჟღერებული ერთ-ერთი მთავარი დაპირების ასასრულებლად, პარტიის ღიაობისა და ჩართულობის პლატფორმის ირგვლივ საჯარო დისკუსიას მართავს. ამასთან დაკავშირებით დაიგეგმა შეხვედრა 10 თებერვალს, სადაც ვიმსჯელებდით მხარდამჭერთა იდეებზე, რჩევებზე, რეკომენდაციებსა და კრიტიკულ შენიშნვებზე.

უპირველეს ყოვლისა გვსურს, უღმესი მადლობა გადავუხადოთ უამრავ ადამიანს, რომელიც გამოეხმაურაერთიანი ნაციონალური მოძრაობისდაგეგმილ შეხვედრას პარტიის ღიაობისა და ჩართულობის პლატფორმაზე სამუშაოდ.

გამომდინარე გარემოებიდან, რომ პარასკევს, 10 თებერვალსრუსთავი 2”-ის საქმეზე ჩანიშნულია სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადება, რაც ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის შესაძლოა საკვანძო მოვლენად იქცეს, დაგეგმილი შეხვედრა გაიმართება ოთხშაბათს, 15 თებერვალს, 19:00 საათზე, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში.

ამავე დროს, ჩვენ ვმუშაობთ, რომ მზარდი ინტერესის პარალელურად, რაზეც მეტყველებს შემოსული ელ-ფოსტებისა და პარტიის ოფიციალურ facebook გვერდის შეტყობინების რაოდენობა, მოვახდინოთ შემოსული იდეებისა და ხედვების სტრუქტურირება და თანმიმდევრულ კონცეფციად ჩამოყალიბება.

15 თებერვალს კი ერთად ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ ვაქციოთ ენმ თანაპარტიელებთან, მხარდამჭერებთან და მოსახლეობასთან ერთად მჭიდრო თანამშრომლობის პარტიად.