ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ

ივანიშვილის კრიმინალურმა რეჟიმმა და მასთან შეკრულმა მევახშე ბანკებმა გაძარცვეს საქართველოს მოსახლეობა და გააპარტახეს საქართველოს ეკონომიკა, ისინი დასცინიან და ამცირებენ ქართველ ხალხს.
ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას, წაართვეს ყველაფერი, რაც გააჩნდა: ფული, ქონება, ბიზნესები, სამსახური და დატოვეს საქართველოს მოსახლეობა ულუკმაპუროდ.
მე გაძლევთ მტკიცე გარანტიას, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, არა მხოლოდ მოვსპობ ივანიშვილის მევახშოკრატიას, არამედ მყისიერად ვიზრუნებ მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე:

* შევქმნი სახელმწიფო ფონდს, სადაც ივანიშვილს და ხალხის ძარცვით გამდიდრებულ ფეოდალ ჩინოვნიკებს, დავაბრუნებინებ ხალხისგან ნაძარცვს.
* ამ ფონდის მეშვეობით ავუნაზღაურებ ხალხს ზარალს, რომელიც მათ მიაყენა ოლიგარქის და ქართული ოცნების თავგასულმა და კრიმინალურმა რეჟიმმა.
* დაუყოვნებლივ გამოვაცხადებ ორწლიან მორატორიუმს უსამართლო საბანკო თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ვალების გადახდაზე და ყველა ვალი გადაანგარიშდება ჩემი პრეზიდენტობისას არსებული კურსით - 1.65.
* შემოვიღებ რეგულაციებს, რომლითაც ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ვეღარ იქნებიან მევახშეები და მოუწევთ საპროცენტო განაკვეთების დაწევა.
* ამ ფონდის მეშვეობით ასევე დავურიგებთ კომპენსაციებს ყველა იმ ადამიანს, ვინც უკანონოდ გაანთავისუფლეს სამსახურებიდან 2012-2018 წლებში.

წელს, საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად მოხდება ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის შეცვლა!

გარანტიის სერტიფიკატის მისაღებად მიმართეთ შემდეგ მისამართზე:

თბილისი - კახეთის გზატკეცილი 45ა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".
თბილისი - სააკაძის დაღმართი 10, „პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკა".
ზუგდიდი - იონა მეუნარგიას ქუჩა 12.
სენაკი - დავით ვაჰანიას ქუჩა 2.
მარტვილი - თავისუფლების ქუჩა 10.
ახალციხე - ნიკო კეცხოველის ქუჩა 1.
გორი - გარსევანიშვილის ქუჩა 1.
თელავი - ნადიკვარის ქუჩა 8.
გურჯაანი - თავისუფლების ქუჩა 26.
საგარეჯო - დავით აღმაშენებლის ქუჩა 21.
ოზურგეთი - ვიქტორ დოლიძის ქუჩა 13.
ქუთაისი - თამარ მეფის ქუჩა 44.
სამტრედია - რაზმაძის ქუჩა 2.
ტყიბული - გამსახურდიას ქუჩა 36.
ჭიათურა - ეგნატე ნინოშვილის ქუჩა 6.
ხარაგაული - სოლომონ მეფის ქუჩა 6.
ბაღდათი - შოთა რუსთაველის ქუჩა 42.
წყალტუბო - ილია ჭავჭავაძის ქუჩა 10.
რუსთავი - მერაბ კოსტავას ქუჩა 20.
მარნეული - შოთა რუსთაველის ქუჩა 96.
ამბროლაური - მერაბ კოსტავას ქუჩა 24.
ბათუმი - მემედ აბაშიძის ქუჩა 57.
ქობულეთი - დავით აღმაშენებლის ქუჩა 99ა.
დაბა ხულო - დავით აღმაშენებლის ქუჩა 3.

 fb - ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ.
 ცხელი ხაზის ნომერი - 0322 515152

ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ

კამპანიის სიახლეები

ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ

ვიდეო ბლოგი

კამპანია