დაცული ბიზნესი - ეკონომიკური საქმიანობის დეკრიმინალიზაცია

მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მთავრობას გადავირჩევთ, ქვეყნის ეკონომიკის კრიზისიდან გამოსაყვანად სწრაფი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და გავზარდოთ თითოეული ოჯახის შემოსავალი. ამისათვის აუცილებელია ბიზნესი დაცულად გრძნობდეს თავს.

ნაციონალურ მოძრაობას აქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც წარსულის შეცდომებისა და წარმატებების გააზრებას ეფუძვნება. უნდა მოხდეს ეკონომიკური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილის დეკრიმინალიზაცია. უნდა გაუქმდეს წინასწარი პატიმრობა ეკონომიკურ დანაშაულზე.  უნდა გაუქმდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 500 ათას ლარზე ნაკლები ოდენობის საგადასახადო დავების შემთხვევაში. დაცული ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს.

საქართველოს შეუძლია წინსვლა!

კამპანია