არა ნეპოტიზმს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა დღეს ჟურნალისტებსა და საზოგადოებას ნეპოტიზმის კონკრეტული ფაქტები გააცნო, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი მინისტრების, მათი მოადგილეებისა და პარლამენტარების ოჯახის წევრების შენახვაზეა ორიენტირებული. 

მინდა ახალი კუთხე წარმოგიდგინოთ, ამ ძალიან მანკიერი გამოცდილების, რომელიც ბოლო წლებში დამკვიდრდა. ჩვენ მინისტრების, მათი მოადგილეების და დეპუტატების დეკლარაციები შევისწავლეთ და გვინდა წარმოგიდგინოთ სურათი, რომელიც გამოვიკვლიეთ - მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2012 წლიდან, დეპუტატების, მინისტრების, მინისტრის მოადგილეების ოჯახის წევრებმა სამსახურების შოვნა დაიწყეს. იკვეთება ორი ტენდენცია - როდესაც ოჯახის წევრები პირდაპირ საჯარო სტრუქტურებში იწყებენ მუშაობას; როდესაც ყველა კერძო სტრუქტურას ერთდროულად მოუნდა ამ ადამიანების დასაქმება. 

ჩვენ ძირითადად ის მაგალითები გვაქვს, რომელიც დეკლარაციაშია მოცემული. როდესაც, მინისტრი, მისი მოადგილე და საკანონმდებლო ორგანოს წევრი თავად მიუთითებს რომ მისი შვილი ან მეუღლე 2012 წლამდე იყო უმუშევარი, შესაბამისად მათი შემოსავალი იყო 0, 2012 წლის შემდეგ კი იწყებენ სამსახურს. 

ეს სურათი სრული არაა, როდესაც დეკლარანტი თვლის რომ მისი ოჯახის წევრი არ ცხოვრობს მასთან , კანონი არ ავალდებულებს მისი შემოსავლები შეისწავლოს. ანუ ყველა მაღალი თანამდებობის პირი ამ ცხრილში ვერ მოხვდებოდა. 

თუმცა ის სურათი, რომელიც მივიღეთ, ძალიან შემაშფოთებელია. მაგალითისთვის ავიღოთ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, 2012 წელს, როგორც კი მან ეს პოზიცია დაიკავა, მისმა და მინისტრის მოადგილე გახდა, ხოლო მეუღე სასწრაფოდ მიიღეს კერძო სექტორში. ახლა ის შპს ბროილერში მუშაობს.

ჟორჟოლიანი გია, რომლის ძმაც ჯანდაცვის სამინისტროში დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დასაქმდა.

ჯაფარიძე თამაზის მეუღლე პრეზიდენტის რეზიდენციაში დაცვის უზრუნველყოფის სააგენტოში. 

ხალვაში როსტომი, მან ორი შვილი დაასაქმა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებაში. ეს ორივე სახელმწიფო სტრუქტურაა. 

თამარ კორძაიას მეუღლე, ზაზა მენაბდე იყო აჭარის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პასუხისმგებელი მორიგე, ახლა კი ის დაწინაურდა და ჯერ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსად, შემდეგ კი შპს სინათლის ქალაქის მონიტორინგის სამსახურის უფროსი.

ნოდარ ხადურის მეუღლე აიყვანეს ლიბერთი ბანკში, მაგრამ აქაა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - ხადურის ცოლის და, მისი პირადი თანაშემწეა. 

ნოდარ ებანოიძის შვილები შემოსავლების სამსახუსა და თბილისის მერიაში დასაქმდნენ. თამაზ მეჭიაურის შვილი თბილისის პრობაციის ბიუროში დასაქმდა და ასეთი მაგალითები მრავლადაა. 

ჩვენ ვთვლით, რომ ესაა საგანგაშო, ძალიან მანკიერი ტრადიცია. ეს ნიშნავს, რომ პერსპექტიული განათლებული ადამიანისთვის დახურულია კერზო და საჯარო სექტორის კარი. 

როდესაც ბიუჯეტში ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ამის პარალელურად ვხედავთ რომ მაღალი თანამდებობის პირების ოჯახის წევრების შენახვაზეა ორიენტირებული. 

კამპანია