არ გადარგო!

ბიძინა ივანიშვილი ციხისძირში იმ ტერიტორიაზე მივიდა, სადაც ხეების გადარგვის სამუშაოები მიმდინარეობს.

ციხისძირში  ბიძინა ივანიშვილსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის  იტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ბიძინა ივანიშვილის ხეების გადარგვის შეჩერებას სთხოვდნენ და ყოფილ პრემიერ-მინისტრს ურჩიეს,  იმ ფინანსებით, რასაც ხეების გადარგვაში ხარჯავდა, ახალი ხეების შემოტანა შეეძლო.

“თქვენ გაქვთ უფლება იყიდეთ, შემოიტანეთ. ბატონო ბიძინა, თქვენ რაც გიჯდებათ გადარგვა, ახალი ხეები შემოიტანეთ”, – მიმართეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ივანიშვილს.

“თქვენ არ გაქვთ უფლება მიკარნახოთ სად რა  უნდა გავაკეთო”, – განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა ნაციონალებს.

"ნაციონალური მოძრაობის წევრებმა" ივანიშვილს იმ საბუთების წარმოდგენა მოსთხოვეს, რომელიც ხეების გადარგვის კანონიერებას ადასტურებს.

ივანიშვილის განცხადებით, ხეები კომპანია "ზიმომ" შეიძინა, რომელთანაც მას კავშირი აქვს.

მისი თქმით, იგი აპირებს პირადად დაინტერესდეს კანონიერად ხდება თუ არა ხეების გადარგვა.

“მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ყველა საბუთი არსებობს, ამიტომ უნდა გადავამოწმო, თუ ყველა შესატყვისი საბუთი არ იქნება, სამუშაოები შეჩერდება”, – აცხადებს ივანიშვილი.

კამპანია