გაზიარება
UNM UNM
ჩვენ შესახებ

პოლიტიკური საბჭო

პოლიტიკური საბჭო პარტიის მთავარი აღმასრულებელი ორგანოა, რომელიც პარტიის საქმიანობას კოლექტიურად მართავს. ის შიდაპარტიული დისკუსიისა და გადაწყვეტილებათა მიღების მთავარი რგოლია. საბჭო იღებს მთავარ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, შეიმუშავებს დავალებებს სამდივნოსა და რაიონული ორგანიზაციებისათვის. საბჭო ნიშნავს და ათავისუფლებს მდივნებს.

პოლიტიკური საბჭო 4 წლის ვადით ირჩევა და ის არანაკლებ 21 წევრისგან შედგება. მის წევრთა რაოდენობას გაერთიანების ყრილობა განსაზღვრავს.

პოლიტიკურ საბჭოს უფლებამოსილება შეიძლება ვადამდე შეუწყდეს თუ ყრილობა აირჩევს გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობას.

გაერთიანების პოლიტიკური საბჭო უფლებამოსილია იმ შემთხვევაში, თუ მას  წევრთა ნახევარზე მეტი ესწრება. გაერთიანების პოლიტიკური საბჭო ხელმძღვანელობს საბჭოს რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს სხდომა. გაერთიანების პოლიტიკური საბჭო გადაწყვეტილებებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით იღებს.

გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს  გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე აწერს. პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიაა.

 

პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე

პოლიტიკური საბჭოს წევრები