გაზიარება
UNM UNM
ნინო ლაპიაშვილი

ნინო ლაპიაშვილი

პოლიტიკური საბჭოს წევრი

დაბადების თარიღი: 1983.02.06

განათლება:

2000–2005 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2001 წ.  ოქსფორდის უნივერსიტეტის წმინდა ანნას კოლეჯი, პროგრამა ადამიანის უფლებებში.

2005–2006 წწ. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა ადამიანის უფლებების მიმართულებით, ბუდაპეშტი, უნგრეთი.

2007–2008 წწ.  ედინბურგის უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კვლევითი მაგისტრატურა, დიდი ბრიტანეთი.

სამუშაო გამოცდილება

2004–2006  წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტის მრჩეველი.

2006–  2008 წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; მინისტრის მოადგილის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში, მათ შორის, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ რეფორმის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილში.

2008–2010 წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა სამმართველოს ევროპასთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან ინტეგრაციის განყოფილების უფროსი.

2009 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი.

2010 წლიდან – დღემდე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროკავშირის ეგიდით დაარსებული ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი; ევროპისმცოდნეობაში ინტერდისციპლინური და ინტერფაკულტეტური ინგლისურენოვანი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი; ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიზაციაში რეგიონული ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი; სამეცნიერო ორენოვანი ქართულ–ინგლისური „ევროპისმცოდნეობის ქართული ჟურნალის“ დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი; სხვადასხვა საერთაშორისო დონორის მიერ დაფინანსებული არაერთი რეგიონული პროექტის ავტორი და კოორდინატორი.