გაზიარება
UNM UNM
ნინო კვიტაიშვილი

ნინო კვიტაიშვილი

საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატი

დაიბადა: 1974 წლის 26 ივლისს. 

1980-1991 წწ - ქ. თბილისის 123-ე საშუალო სკოლა.

პროფესია-ისტორიკოსი.

1994 - 2007 წწ. - ქ. თბილისის 123-ე საჯარო სკოლა, ისტორიის მასწავლებელი;

2007-2014 წწ - ქ. თბილისის 123-ე საჯარო სკოლის დირექტორი;

2009 – 2014 წწ.- არასრულწლოვან მსჯავრდებულთა ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პროგრამა, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი (ამასთანავე, პროგრამის განმახორციელებელი სკოლის დირექტორი);

2012-2014 წწ. - იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადამისამართების ექსპერტთა საბჭოს წევრი;

2013 – 2014 წწ. სასკოლო პრევენციული პროგრამების კომპონენტის, პროექტ ჰარმონიის ფილიალის საქართველოში (PH international) - საზოგადოებრივი ჩართულობისა და თანამშრობლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისათვის ექსპერტი/მწვრთნელი;

2013 - 2014 წწ. სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კონსულტანტი;

2013 - 2014  წწ. სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი სამოქალაქო განათლებაში. 2012  წელს, "აშშ პროგრამების მონაწილეთა ჩართულობის ინოვაციური ფონდის" ააიპ " სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ცენტრის" ექსპერტი/მწვრთნელი;

2014-2015 წწ. - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;

2015-2016 წწ. - შპს „თანამედროვე განათლების აკადემია, დირექტორი;

2016 წ. - შპს „თანამედროვე განათლების აკადემია, კონსულტანტი;

2015 წლიდან დღემდე - შპს „ინტერმედიაპლუსი“, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

ნინო კვიტაიშვილი არის სხვადასხვა წლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გრიფირებული, VII, VIII, IX, X და XII  კლასების ისტორიისა და სამოქალაქო განათლების სასკოლო სახელმძღვანელოების თანაავტორი.

მოპოვებული აქვს სამოქალაქო განათლების მასწავლებლისა და საჯარო სკოლის დირექტორის  სერტიფიკატები.

სხვადასხვა წლებში მოიპოვა სკოლის ეფექტური მართვის (USAID -ის განათლების მართვის პროექტი), სკოლის ფინანსური მართვის (ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო ცენტრი), ფინანსების ეფექტური მართვის (საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი), ორგანიზაციის მართვის საფუძვლები და მენეჯერის უნარ-ჩვევების (საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტი), არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის საშუალება (წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი), არასრულწლოვან მსჯავრდებულთა განათლებისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის საკითხების (საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი) სერტიფიკატები.

ნინო კვიტაიშვილი

News

ნინო კვიტაიშვილი

ვიდეო ბლოგი