გაზიარება
UNM UNM
გიორგი ბარამიძე

გიორგი ბარამიძე

პოლიტიკური საბჭოს წევრი

პოლიტიკური საბჭოს წევრი, 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი

დაბადების თარიღი: 1968-01-05

განათლება:

1984-1992 – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიური ტექნოლოგიები

1995 - ჯორჯ კ. მარშალის სახელობის უშიშროების შემსაწავლელი ევროპული ცენტრი, გერმანია.

1998-1999 - ასოცირებული მკვლევარი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის დიპლომატიის კვლევის ინსტიტუტში.

პროფესიული გამოცდილება:

1992 (ივნისი-ნოემბერი)-ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნული უმცირესობების საკითხების კომისია, სამმართველოს უფროსი

1992-1995 – პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნული უმცირესობების საკითხების კომისიის მდივანი.

1992-1993 – ტყვეთა გათვისუფლებისა და დაკარგულთა მოძიების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე.

1995-1999 - პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი

1995-1999 - საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში

1995-1996 - მოქალაქეთა კავშირის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი

1996-1998 –საქართველოს პარლამენტის კორუფციასთნ ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე

1996-1998 - მოქალაქეთა კავშირის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე

1999 – 2003 – პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი

1999-2002 - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტში

1999-2003 – საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში

2002-2003 - გაერთიანებული დემოკრატების ფრაქციის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტში.

2003 –პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი

2003 -2004 - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

2004 (ივნისი-დეკემბერი) - საქართველოს თავდაცვის მინისტრი

2005 (დეკემბერი) -2012(აგვსიტო) - სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხცებში; ვიცე-პრემიერი

2012 – (დღემდე) – პარლამენტის წევრი, თავმჯდომარის მოადგილე

აქტივობები:

1990 – მონაწილე საქართველოს მწვანეთა მოძრაობის და პარტიის ჩამოყალიბებაში

1990-1993 – საქართველოს მწვანეთა პარტიის პოლიტიკური კომიტეტის წევრი

1992-1993 - მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად  სამხედრო ოპერაციებში აფხაზეთში;

1992 - ნატოს პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ საქართველოს მონაწილეობის სახელმწიფო საკოორდინაციო კომისიის წევრი. .

1993-2002 - საქართველოს მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე

1997 – საქართველოს მთავრობისა და საქართველოში გაეროს განვითარების პროექტის ერთობლივი პროგრამის „კორუფციის კვლევის ცენტრის“ დაარსების ინიციატორი და ცენტრის პირველი ეროვნული დირექტორი.

1999- სასწავლო ვიზიტი აშშ-ს სენატის სამხედრო სამსახურის კომიტეტში

2002 – პარტია „გაერთინებული დემოკრატების“ ერთ-ერთი დამაარსებელი

2004-2011 – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საბჭოს წევრი

2006 – ლიტვის დამოუკიდებლობისა და საქართველო-ლიტვის ურთიერთობაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო ლისტვის რესპუბლიკის ერთ-ერთი უმაღლესი ჯოლდო „The Grand Cross of Commander of the Order for Merits to Lithuania“ 

გიორგი ბარამიძე

News

გიორგი ბარამიძე

ვიდეო ბლოგი

Pages