გაზიარება
UNM UNM
ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

მაშ ასე - თუ თქვენც თვლით, რომ საქართველოს მოქალაქეთა მტკიცე ნებაა თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოება განავითარონ, განამტკიცონ კანონის უზენაესობა და ყოველი მოქალაქის კანონის წინაშე თანასწორობაზე დაფუძნებული, გამჭვირვალე, ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული მმართველობის სისტემა; 

თუ თქვენც თვლით, რომ საქართველოს მომავალი ჩვენი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას უნდა ეფუძნებოდეს, რის გარანტიაც ეკონომიკური თავისუფლება, კორუფციისა და ზედმეტი რეგულაციებისგან თავისუფალი გარემოა;

თუ თვლით, რომ თქვენი ვალია იზრუნოთ ყველა მოქალაქისთვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის, გაერთიანების შექმნისა და მასში მონაწილეობის უფლების გარანტია არსებობდეს;

თუ ხართ ევროატლანტისტი და არ აპირებთ ოკუპაციასთან შერიგებას - თქვენ  საქართველოში ყველაზე  სწორ მისამართზე იმყოფებით!

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის ლიდერობითა და ინიციატივით, 2002 წელს დაფუძნდა და 2003 წლის ვარდების რევოლუციის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო!

2004-დან 2012 წლამდე, ჩვენმა პარტიამ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით არშემდგარი სახელმწიფო ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად ქვეყნად აქცია. საქართველო მსოფლიო ბანკმა ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად აღიარა. 

2012 წლიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაშია. 2016 წელი ჩვენი გამარჯვების წელი იქნება. საქართველოს ხალხის მხარდაჭერითა და ამომრჩევლის ნებით, ჩვენ წელს ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს დავასრულებთ!

აქ შეგიძლიათ მოიძიოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია პარტიის სტრუქტურის, ძირითადი საპროგრამო დოკუმენტების, ხელმძღვანელების, საპარლამენტო საქმიანობისა და საერთაშორისო კავშირების შესახებ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დასავლური ტიპის, ღია პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც კოლექტიური მართვის ორგანონოებისა და დემოკრატიული შიდა დისკუსიის საფუზველზე იმართება. შესაბამისად, მთელი ინფორმაცია ჩვენ შესახებ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია.

თუ თქვენი სურვილია ჩვენი პარტიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიიღოთ, ან უბრალოდ, რამე გვირჩიოთ - თუ როგორ შეიძლება თქვენი ინტერესი უფრო სრულად დავაკმაყოფილოთ, დაგვიკავშირდით.

გენერალური მდივანიპოლიტიკური საბჭოსაპარლამენტო წარმომადგენლობა

 

სამოქმედო პროგრამასაერთაშორისო თანამშრომლობა