მპგ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2017 წლის ფულადი შემოწირულობები

  Nსახელიგვარივალუტაშემოწირული თანხისშემოწირვის თარიღი ოდენობა              1მედეაცანავალარი98.0028.08.2017        2ნინოვაშაკიძელარი20.0008.09.2017        3ლალიციციშვილილარი250.0009.09.2017        4ასმათდიასამიძელარი5000.0015.09.2017        5გიორგიდიასამიძელარი5000.0015.09.2017        6გიორგიდეკანაძელარი19.7015.09.2017        7ნინოშუბლაძელარი9.8515.09.2017        8დავითფესვიანიძელარი19.7015.09.2017        9მიხეილიმნაძელარი24.6215.09.2017        10ნინობადაგაძელარი0.9815.09.2017        11ზაზარიჟამაძელარი4.9015.09.2017        12გიააბულაძელარი5000.0018.09.2017        13ნუნუუროტაძელარი10.0021.09.2017        14ნუკრიკუჭავალარი255.0025.09.2017        15აკაკიმინაშვილილარი255.0025.09.2017        16აკაკიგაბედავალარი255.0025.09.2017        17ნინოჯაყელილარი18.8025.09.2017        18მაიაგრიგოლავალარი18.8025.09.2017        19ნელიკილასონიალარი18.8026.09.2017        20გიორგინინუალარი255.0027.09.2017        21გოჩაჩხიკვაძელარი19.6030.09.2017        22ეკატერინეგოზალიშვილილარი2.9430.09.2017        23ზაზაბიბილაშვილილარი98.0002.10.2017        24გურამიგიორგაძელარი55.0002.10.2017        25ირაკლიჯიბლაძელარი19.7002.10.2017       

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ენმ-ის წევრებმა იაკობ გოგებაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განათლების ჯგუფის წევრებმა და საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატებმა დავით ლაგვილავამ, მარიამ გერსამიამ და ნინო კვიტაიშვილმა მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, იაკობ გოგებაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს.  დღეს, მაჟორიტარობის კანდიდატებს არ მიეცათ შესაძლებლობა გაემართათ წინასწარ შეთანხმებული შეხვედრა მასწავლებლებთან (პედაგოგების თქმით, ისინი დააშინეს). ნაციონალური მოძრაობის წევრები იმედოვნებენ, რომ არჩევნების შემდეგ, "ოცნების ხელისუფლების" შეცვლის შედეგად, განათლების სისტემის მმართველობის სტილიც შეიცვლება და გახდება ისეთი, როგორზეც იაკობ გოგებაშვილი და მისი თანამოაზრეები ოცნებობდნენ.  

ლევან ხაბეიშვილი: გვაქვს კადრები, სადაც ნათლად ჩანს, რომ ფიზიკურად გამისწორდნენ

„პრემიერ-მინისტრმა იცრუა, როცა აღნიშნა, რომ მე მერიაში შეუძლოდ გახდომის გამო შემიყვანეს, რათა ჩემთვის დახმარება აღმოეჩინათ“ - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა. „ჩვენ გვაქვს კადრები, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ მომიპარეს აქციიდან. ეს მოპარვაა, რადგან არ შემდგარა სამართლებრივი დოკუმენტი რის გამო დამაკავეს და შემიყვანეს მერიაში. კადრებში აღბეჭდილია, როგორ მივყევართ მასაში, სადაც მერიის უსაფრთხოების თანამშრომლები  ფიზიკურად მისწორდებიან. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი.მას შემდეგ, რაც ამ ფიზიკური ანგარიშსწორებით  ცუდად გავხდი, შეშინდნენ, შემიყვანეს შენობაში და მთხოვდნენ დავწოლილიყავი, მთავაზობდნენ სასწრაფოს გამოძახებას.პრემიერს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა  არ გამოუვა. ეს ვიდეოკადრები ადასტურებს რომ ჩემზე ფიზიკური ძალადობა მოხდა.“

შენობაში, სადაც 27-ე საარჩევნო უბანი მდებარეობს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბია განთავსებული

ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ კოტე იოსელიანის განცხადებით, ვაკის მე-2 საარჩევნო ოლქში საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევის ფაქტი ფიქსირდება - შენობაში, სადაც 27-ე საარჩევნო უბანი მდებარეობს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბია განთავსებული.„ჩვენ ვიმყოფებოდით ადგილზე, სადაც მმართველი პარტიის ოფისი სამუშაო მდგომარეობაში დაგვხვდა, შტაბის წარმომადგენელმა კი ღიად დაგვიდასტურა, რომ ის პარტიის წინასაარჩევნო კამპანიას ემსხაურება.საქართველოს საარჩევნო კოდექსის 58-ე მუხლი კრძალავს პარტიის/ამომრჩევლთა საინიციატივო ჯგუფის კუთვნილი საარჩევნო შტაბის იმ შენობაში განთავსებას, სადაც საარჩევნო კომისიაა განთავსებული.ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაინტერესდეს აღნიშნული კანონდარღვევით და იმოქმედოს კანონის შესაბამისად - გამოავლინოს და დასაჯოს კანონდარღვევაში მონაწილე ყველა პირი და პოლიტიკური სუბიექტი.ასევე, მივიმართვ აუდიტის სამსახურს გამოიკვლიონ რამდენად კანონიერად არის აღნიშნულ ფართზე გამოხორციელებული შემოწირულობა.ზემოთ ხსენებული ფაქტი ეჭვქვეშ აყენებს თვითმმართველობის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების შესაძლებლობას.“

ვეღარ გააყალბებ - მასიური ხასიათი მიიღო შემთხვევებმა, როცა ბინის მესაკუთრეების თანხმობის გარეშე სხვადასხვა მისამართებზე  ამომრჩევლებია მიწერილი

ბინის მესაკუთრეების თანხმობის გარეშე სხვადასხვა მისამართებზე ამომრჩებლების მიწერასა და საარჩევნო მანიპულაციებზე  ისაუბრა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ვეღარ გააყალბებ“ შტაბის თანათავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა.„მასიური ხასიათი მიიღო შემთხვევებმა, როცა ბინის მესაკუთრეების თანხმობის გარეშე სხვადასხვა მისამართებზე  ამომრჩევლებია მიწერილი.   თბილისის მასშტაბით, ჩვენ ოფისებში ათასობით ზარი შემოდის და  ასეთი ფაქტების შესახებ ინფორმაციას გვაწვდიან. დღეს ვისაუბრებ სამგორის საარჩევნო ოლქის მაგალითზე, სადაც 3 სხვადსხვა მისამართზე რამდენიმე ადამიანი მესაკუთრის თანხმობის გარეშე, უკანონოდაა მიწერილი.  ბუნებრივია ეს შემთხვევები განიხილება როგორც  საარჩევნო მანიპულაციების ერთ-ერთი ფორმა, რადგან ამომრჩევლის  სხვადსხვა უბნებზე მობილიზება  მათი პოლიტიკური მიზნით ხდება.მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, გადაამოწმონ სამოქალაქო რეესტრში, ასევე საუბნო კომისიის ამომრჩეველთა სიაში მათ მიასამართზე ხომ არ არიან მიწერილი ადამიანები,  რომლებიც მესაკუთრეების თანხმობის გარეშე არიან რეგისტრირებულები. ან დაგვიკავშირდნენ და ჩვენ გავუწევთ დახმარებას. გარდა საარჩენო მანიპულაციებისა, ეს დაკავშირებულია სხვა სამართლებრივ პრობლემებთანაც, მათ შორის კომუნალური გადასახადების რაოდენობაზეც.“

ენმ მთელს საქართველოში