ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" პრემიერ-მინისტრს პარლამენტში იბარებს

ქვეყანაში მკვეთრად გაზრდილი კრიმინოგენული ვითარების საკითხთან დაკავშირებით,  25 იანვარს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობა“-მ, საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიხედვით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ინტერპელაციის წესით, საპარლამენტო სესიაზე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაიბარა. ინტერპელაცია წარმოადგენს საპარლამენტო კონტროლის ახალ მექანიზმს. რეგლამენტის მიხედვით, ფრაქცია უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებს მიმართოს კონკრეტული შეკითხვით.  შეკითხვის ადრესტი კი, ვალდებულია შეკითხვას პირადად უპასუხოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე შეკითხვაზე პასუხი წერილობითი ფორმით წარუდგინოს პლენარულ სხდომას.რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატი პარლამენტში წარდგება წელიწადში ოთხჯერ- საგაზაფხულო სესიის მარტისა და მაისის და საშემოდგომო სესიის სექტემბრისა და ნოემბრის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს. საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრს პლენარულ სხდომაზე 22 მარტს ელის, რათა პრემიერისგან მოისმინოს დასმულ შეკითხვაზე პასუხი, თუ რამ გამოიწვია ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების მკვეთრი ზრდა.

"ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე EPP-ის პრეზიდენტს შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს.სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, გრიგოლ ვაშაძე ევროპის სახალხო პარტიიის პრეზიდენტს ჯოზეფ დოლს შეხვდა. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, საუბრის მთავარი თემა, საქართველოში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებია. მისივე თქმით, წინასაარჩევნო პროცესში ოპოზიციისთვის შექმნილი პრობლემების შესახებ ევროპარლამენტის დეპუტატები ინფორმირებულნი არიან.„ჩვენს მოკავშირეებს ესმით ის არათანასწორი პირობები, რომელშიც 11 პოლიტიკური სუბიექტისგან შემდგარი გაერთიანებული ოპოზიცია იმყოფება. სწორედ ამიტომ ითხოვენ ისინი თანაბარ გარემოს ისეთ საკითხებში, როგორიცაა დაფინანსება და მედია საშუალებებზე წვდომა. შეხვედრებზე, რა თქმა უნდა განვიხილეთ ქვეყნის დეოკუპაციისა და რუსული აგრესიის შეკავების საკითხებიც. ჩვენ მიზანია, დაჩქარდეს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია. მოქალაქეების ინტერესები არ უნდა შეეწიროს „ქართული ოცნების“ ანტისახელმწიფოებრივ და ძალადობრივ პოლიტიკას, მით უფრო, რომ 28 ოქტომბრიდან ხელისუფლების ცვლილების პროცესი იწყება”, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის ვიზიტი ბრიუსელში ორი დღის წინ დაიწყო. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გრიგოლ ვაშაძეს სხვადასხვა ფორმატში, რამდენიმე მნიშვნელოვაი შეხვედრა აქვს დაგეგმილი.

ენმ მთელს საქართველოში