განცხადება, რომ საქართველო ტერორისტების ექსპორტიორია, უვიზო მოგზაურობის ამოქმედებას ხელს შეუშლის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ მიუნხენის კონფერენციაზე რუსეთის საგარეო უწყების ხელმღვანელის მხრიდან გაკეთებულ განცხადებაზე საქართველოს ხელისუფლების დუმილი, უკიდურესად შემაშფოთებელია.როგორც პარტიის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა,  ლავროვის აღნიშნული განცხადებაზე ადეკვატური იქნებოდა სიგნალის დაფიქსირება, რომ ყველანაირი მოლაპარაკებები რუსეთთან შეჩერდება.„გუშინ, მიუნხენის კონფერენციაზე რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მხრიდან გაკეთებულ შეფასებებთან დაკვაშირებით მინდა ავღნიშნო - პირველ რიგში ძალზედ შემაშფოთებელია, რომ ამ დრომდე ჩვენ არ მოგვისმენია ამ განცხადებაძე ოფიციალური თბილისის კომენტარი.ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ცალსახად ადანაშაულებს საქართველოს 2008 წლის ომში და ეს ახალი არაა. თუმცა, ამჯერად, ლავროვი საუბრობს იმაზე, რომ საქართველო რეალურად წარმოადგენს საფრთხეს ტერორიზმისა და დანაშაულის ექსპორტის მხრივ. ამ განცხადებით მან თქვა, რომ საქართველო რუსეთთან უვიზო რეჟიმს ვერ მიიღებს, რადგან ქვეყანაში  რელურად არსებობს დანაშაულისა და ნარკოტიკის ტრეფიკინგის საფრთხე. ამავდროულად, მან პირდაპირ დაადო ხელი საქართველოს, როგორც ტერორისტების ექსპორტის წყაროს. და ეს მაშინ, როდესაც ჩვენ დღე-დღეზე უნდა დავიწყოთ უვიზოდ მოგზაურობა ევროპაში.საქართველოს მხრიდან ამ განცხადებას უნდა მოჰყოლოდა მკაცრი რეაქცია. მაგალითად - კარასინი-აბაშიძის შეხვედრა იქამდე არ შედგება, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ისეთი განცხადებების კეთებას, რომელიც დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ევროპაში.“ 

ზურაბ მელიქიშვილი: ჩინოვნიკებმა არც კი იციან საწვავზე ფასები რომ გაიზარდა

„ბოლო პერიოდში საწვავი სამ ეტაპად, ჯამში 50 თეთრით გაძვირდა და ეს მაშინ, როცა მოქმედი ხელისუფლების მთავარი დაპირება სწორედ საწვავზე ფასის შემცირება იყო,“ - აღნიშნულის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ზურაბ მელიქიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე უსაბრა. მელიქიშვილის განცხადებით, საწვავზე ფასის ზრდა პირდაპირ იწვევს როგორც სხვადასხვა სახის მომსახურეობის, ასევე პროდუქტებზე ფასის გაზრდას, რაც მძიმედ აწვება მოსახლეობას.‘’საწვავის გაიაფების დაპირებით მოსული ხელისუფლების პირობებში, თითქმის ყოველდღიურად იზრდება მისი ფასი, რაზეც ლარის გაუფასურებამ და აქცისზე ფასის მატებამ იმოქმედა. თუმცა, ჩინოვნიკებმა არც კი იციან საწვავზე ფასის ზრდის შესახებ, რადგან მათ ავზებს  ჩვენი ჯიბიდან გადახდილი თანხით ვუვსებთ.სასწრაფოდ უნდა შემცირდეს აქცისზე ფასი, ასევე უნდა შემცირდეს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და მნიშვნელოვანია შეთანხმებულ ფასთან დაკავშირებით ყველა ეჭვი გამოირიცხოს. გაძვირების მესამე ეტაპზე, საერთაშორისო ფასი საერთოდ არ გაზრდილა. რას აკეთებს ამ შემთხვევაში კონკურენციის სააგენტო და ბატონი ხადური, რომელმაც თავი დაგვამახსოვრა თავისი ‘’წარმატებული მუშაობით’’ ფინანსთა სამინისტროში  ამ ეჭვის გასაქარწყლებლად?! არაფერს. „    

მხოლოდ შოთაძის გადადგომა საკმარისი არაა, ივანიშვილი და მთავრობა უნდა ჩამოშორდეს ქვეყანას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გენერალური პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება საკმარისი არაა, ვინაიდან ის ნომინალური ფიგურაა და რეალურად მიმდინარე მოვლენებს ბიძინა ივანიშვილი მართავს.აღნიშნულის შესახებ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ისაუბრა. „საკითხი, რომ შოთაძე გადადგეს თანამდებობიდან, ნამდვილად არაა საკმარისი. ყველამ იცის, რომ შოთაძე არის ნომინალური გენერალური პროკურორი. რეალურად პროკურატურა კონკრეტული დავალებით მოქმედებს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი გასცემს.მოცემულ შემთხვევასი ჩვენ საქმე გვაქვს შემდეგთან - ივანიშვილს არ მოსწონს, რომ ქვეყანაში ყველაზე მაღალი ნდობით  ეკლესია და კონკრეტულად პატრიარქი სარგებლობს. ავტორიტარულ ადამიანებს უნდათ, რომ აკონტროლონ ყველა და ყველაფერი. მას სურს გააკონტროლოს მედია, სასამართლო, პოლიტიკოსები და ახლა გაუჩნდა ამბიცია, რომ გააკონტროლოს ყველაზე მაღალი ავტორიტეტული ინსტიტუტი და გადაწყვიტა ჩაერიოს ეკლესიის საქმიანობაში. ეს არის ივანიშვილის ცნობილი ბრძოლის ირაღი - ის თამაშობს ადამიანების ყველაზე სათუთი გრძნობებით. უნდოდა პანიკა დაეთესა მოსახლეობაში და ამაში სარგებელი ენახა.შესაბამისად, პარლამენტარების გარკვეული ჯგუფისგან შოთაძის გადადგომის მოთხოვნა საკამრისი არაა. ამ შემთხვავაში ხელისუფლება თავად ეძებს განტევების ვაცს, რომ ვინმეს ხელები შეაწმინდოს და ეს მხოლოდ შოთაძე არ უნდა იყოს. მთლიანად მთავრობის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს კითხივ ნიშნის ქვეშ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ შემოთავაზებას (შოთაძის გადადგომის მოთხოვნას) შევუერთდებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს საკმარისი არაა. ჩვენ უნდა ჩამოვიშოროთ მთავრობა და ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ მავნებლური სპექტაკლის სათავეშია. ასევე, დავიცვათ „რუსთავი 2“, რომელიც დამოუკიდებელი მედიაა და რომ არა ეს ტელეკომპანია, არავინ იცის რამდენი ხანი გვაცხოვრებდა ინვაიშვილი სიცრუეში.“

მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი, რომელიც 515 ათას ლარადაა შეფასებული, გაცილებით ძვირად ღირებულია

საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ მარიკა დათუკიშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრომ,  რამდენიმე დღის წინ აუქციონზე გამოიტანა სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე მიწის ახალი ნაკვეთი, რომელიც მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული ნაკვეთის გვერდით მდებარეობს.„მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახს გადაეცა 5 ათასი კვ.მ სანდრო ეულის 7 ნომერში, რომელიც ექსპერტიზის ბიურომ შეაფასა 515 ათს ლარად, სანდრო ეულის ქუჩაზე ეკონომიკის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ აუქციონი გამოაცხადა ბევრად ნაკლები კვ.მ-ის მიწაზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს საწყის ღირებულებად შეფასებული აქვს 2 მილიონ 400 ათას ლარად, ამ მიწის ნაკვეთის კვ. მეტრაჟი გახლავთ 4 ათას 529 კვ.მ.მე ხელთ მაქვს ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ნაზღაიძესა და თბილისის მერიას შორის, სადაც ეს პირობა აღარ ფიგურირებს, აბსოლუტურად ცარიელია მხარეთა ვალდებულებების პუნქტი. ეს იკვეთება საჯარო რეესტრის ამონაწერიდან, სადაც ვალდებულების ნაწილი ცარიელია. მერიამ უკვე გადასცა 5 ათასი კვ.მ. ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.მოგეხსენებათ, ექსპერტიზის ბიურომ კვ.მეტრაჟი შეაფასა 150 დოლარად და 5 ათასი კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფასი ბევრად მეტია, ვიდრე არის 515 ათასი ლარი. იკვეთება, რომ თბილისის მერიამ ქრთამის სახით გადაუხადა არა 515 ათასი დოლარის მიწის ნაკვეთი სხვა ვალდებულებებთან ერთად, არამედ, დაახლოებით, 2,5-3 მილიონი ქონება გადასცა მას,“ - განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.

ენმ-ის განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელში დაგეგმილ რადიკალურ ცვლილებებზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყურადღებით და შეშფოთებით აკვირდება საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს, რაც უკავშირდება ახალი მენეჯმენტის სამ წლიან რადიკალურ გეგმას მაუწყებლის„გარდაქმნის“ შესახებ. არავინ შეიძლება იყოს რეფორმისა და განვითარების წინააღმდეგი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის პირობებში, სრული საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ წარმოდგენილი გეგმა არა საზოგადოების, არამედ ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებზეა მორგებული.ივანიშვილების ოჯახის ტელევიზიის (GDS) ყოფილი პროდიუსერისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელი გენერალური დირექტორ ვასილ მაღლაფერიძის გეგმა ითვალისწინებს შემდეგს: ასამდე გადაცემის დახურვა, თანამშრომლების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, ახალი შენობა. ამასობაში კი საზოგადოებრივი მაუწყებლის სრულფასოვანი მუშაობის ხანგრძლივი ვადით შეჩერება. ეს უპასუხისმგებლო კონცეფცია, საარჩევნო წელს  საზოგადოებრივ მაუწყებელს დებატებისა და საზოგადოებრივ –პოლიტიკური გადაცემების გარეშე გვთავაზობს, რაც მაუწყებლის მიერ საკუთარი ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა იქნება.ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ არაერთხელ უღიარებია საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკასა და მის მენეჯმენტში უხეშად ჩარევის სურვილები და გეგმები. გამოდიოდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან მეცხრე არხის მიერთების, ხანაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ოცი წლით დაფინანსების უცნაური წინადადებებით.რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე წელია ცდილობს მაქსიმალურად და ბოლომდე გააფართოვოს საკუთარი გავლენა მედიაზე, რისთვისაც ყველაზე უხეშ მეთოდების გამოყენებას არ ერიდება. როგორც ცნობილია, მთელ ამ პროცესში, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლა ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის გადაცემების დახურვითა და სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლით დაიწყო.საზოგადოებრივ იმაუწყებლის მიმართულებით ივნიშვილის საბოლოო მიზანი, როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქეების გადასახადების ხარჯზე საოჯახო ტელევიზიის მიღებაა.ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იქნება წინა ხაზზე ბიძინა ივანიშვილისგან სიტყვის თავისუფლების დასაცავად. ერთად ვაიძულოთ ოლიგარქი უკან დაიხიოს. საქართველო არ არის მისი ბიზნეს–აქტივი , რომ საკუთარი ახირების შესაბამისად განკარგოს. 

ენმ ითანამშრომლებს ყველასთან, ვინც მზადაა დაიცვას სიტყვის თავისუფლება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს იმ პოლიტიკურ ძალებთან და სხვა და სხვა ჯგუფებთან, რომლებიც მზად არიან დაიცვან სიტყვის თავისუფლება."ხვალ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა "რუსთავი 2"- ის და თავისუფალი სიტყვის მხარდასაჭერად აქციას ატარებს. ჩვენ გვინდა მადლობა ვუთხრათ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სხვადასხვა პარტიებსა და სტუდენტებს, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს ამ აქციას მხარი დაუჭირონ.ამასთან, ჩვენ დღეს მოვისმინეთ განცხადება, რომ ერთი აქციის ფარგლებში კოორდინაცია საკმარისი არაა და მნიშვნელოვანია ეს მთელი ამ პროცესის განმავლობაში გაგრძელდეს. ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას და ვთავაზობთ ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ ძალას დავიწყოთ კონსულტაციები, რათა ყველამ ერთად დავიცვათ თავისუფალი სიტყვა საქართველოში." - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ენმ მთელს საქართველოში